5.

295 42 108
                                    

ნომერში არსებული დივანი ბევრად კომფორტული იყო, ვიდრე საკუთარი საწოლი. იმდენად კარგად ეძინა მთელი ღამე, ფაქტმა, რომ უცხო ალფასთან ერთად იყო ერთ ნომერში, ოდნავადაც ვერ დაუფრთხო მშვიდი ძილი. დილით საოცარი შეგრძნებით გაახილა თვალი, თუმცა რეალობაში რომ დაბრუნდა, ეს აღარ იყო სასიამოვნო გრძნობა. გაახსენდა შეთანხმება. მართალია, რომ ალფა არაფერ ამორალურს ითხოვდა კიმისგან და ასე ბეტა კარგადაც იშოვნიდა ფულს, მაგრამ მაინც უსიამოვნოდ ჩანდა შორიდან ეს ამბავი. ესეც რომ არ ყოფილიყო, თავს უცნაურად გრძნობდა ჯონგუკის სიახლოვეს და მსგავსი რამ პირველად ხდებოდა კიმის თავს. მდიდარმა ალფამ თანხის ნახევარი თეჰიონის თვალწინ გადარიცხა ბიჭის ანგარიშზე. წასვლამდე კიდევ ერთხელ შეახსენა ბეტას მოვალეობა და გააფრთხილა, რომ კიდევ რამდენიმე მსგავსი შეხვედრის შემდეგ მიიღებდა კიმი შეთანხმებული თანხის მეორე ნახევარს.

გადაუხდელი აწ უკვე ორი თვის ქირა სასტუმროს დატოვებისთანავე მიუტანა სახლის მეპატრონეს. საკმაოდ სასიამოვნო გრძნობა იყო ამ ტვირთვის მხრებიდან მოხსნა. ახლა ცოტახნით შეეძლო აღარ ეფიქრა იმაზე, რომ შეიძლება უსახლკაროდ დარჩენილიყო. სახლის გახსენებაზე დედა მოაგონდა. იმ დილის მერე მხოლოდ რამდენჯერმე ნახა ქალი. უსირცხვილოდ ბედავდა და შვილს თვალს უსწორებდა, თუმცა სასმლისგან დაბუჟებული სხეული ნამდვილად აღარ ემორჩილებოდა ომეგას. სიტყვა ვერ დაძრა თეჰიონმა. რამე აზრი ჰქონდა? არ ჰქონდა. იმედგაცრუებულმა აარიდა მზერა ბოლოჯერ ქალს და იმის მერე თითქმის სრული სამი დღე აღარ უნახავს. წარმოდგენაც არ უნდოდა, სად და რა ვითარებაში ატარებდა დროს ომეგა. ამის გაფიქრებაც კი ღებინების შეგრძნებას უჩენდა და მერე უბრალოდ იმ ფიქრებს ებრძვოდა საკუთარ თავში, რომლებშიც დედაზე კარგი არაფერი იყო.

-ჭამე, სანამ ცხელია._ნამჯუნს ცხელ რამენზე ანიშნა და შიმშილით მოავლო თვალი მაგიდაზე გაშლილ საჭმელს.-დღეს მე ვიხდი._ატრიით გამოტენილი პირით ამოიდუდუნა ბეტამ.

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now