იდეალური კვირის დასაწყისი არ იყო მუქი, მძიმე ღრუბლით დაფარული ციდან წამოსული ძლიერი წვიმა, თუმცა არც დღის გაგრძელება ყოფილა ჯონგუკისთვის კარგი. ჯერ იყო და კიმის დატოვება მოუწია თბილ საწოლში, შემდეგ კომპანიაში პრესკომფერენციაზე მამამისმა მაოისურვა დასწრება და მთელი ორი საათი კაცის გაქვავებულ მზერას უძლებდა უმცროსი ალფა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბოლო დროს მამამისი დიდად აღარ ერეოდა მის საქმეებში, თუმცა კაცის ასეთი სიმშვიდე მომავალ ქარიშხალს რომ მოასწავლებდა, ესეც კარგად ესმოდა ჯონგუკს. აბა, ჯე-ჰა ასე უეცრად პირს ხომ არ მოიბრუნებდა შვილისკენ და ერთხელ ხომ მაინც არ მოიქცეოდა ისე, როგორც მამას შეეფერებოდა?!
დღის უსიამოვნება ჯერ კიდევ წინ ელოდა ალფას და ამას მაშინ მიხვდა, როდესაც ბოტონისგან მიიღო შეტყობინება, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი სურდა. პრესკომფერენციის გამო გვიან მოუწია მეუღლის შეტყობინების გახსნა და ის-ის იყო პასუხის დასაბრუნებლად მობილურის კლავიატურაზე თითები აათამაშა, დაუკითხავად რომ შემოიხსნა კაბინეტის კარი.-აქ რას აკეთებ?_დაბნეული მზერა აატრა მისკენ მომავალ ბოტონს რაღაც ქაღალდებით ხელში. იმ ღამის შემდეგ პირველად ხედავდა ქალს.
-შენთან სალაპარაკო მაქვს, ხომ მოგწერე, არა?_გაღიზიანებასთან ერთად დაძაბულობაც ეტყობოდა ქალს ხმაში. ტყავის დივნის შუაში ჩამოჯდა და ხელში არსებული ჯონგუკისთვის უცხო ქაღალდები წინ დაუწყო ალფას.
-რა არის?
-ნახე._თვალით ანიშნა, რომ შეეძლო საბუთები ხელში აღეო ალფას. მომთმენად გააყოლა თვალი მამაკაცის ქმედებას და მზერა მის სახეზე გააჩერა იმის დასანახად, თუ რა რეაქცია ექნებოდა ჯონგუკს საბუთების წაკითხვის შემდეგ.-განვქორწინდეთ. ამით ორივეს გვეშველება._ალფისთვის თვალის მოუშორებლივ ამოილაპარაკა ომეგამ და მაგიდაზე არსებული კალამი ტყავის სავარძელზე სრულიად დაძაბულ ჯონგუკს გაუცურა.-მხოლოდ შენი ხელმოწერაა საჭირო.
YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Fanficპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.