დილიდან მძიმე აურა ტრიალებდა ჯეონების უზარმაზარ სახლში, თუმცა ეს ისეთი ხშირი რამ იყო, იქ მცხოვრებთ ამის შეგრძნებაც კი აღარ შეეძლოთ. ერთგვარი იმუნიტეტი გამოემუშავებინათ მუდმივ დაძაბულობაზე. ჯონგუკი სახლიდან აგვარებდა კომპანიის საქმეებს, რადგან საღამოს ჩინეთის საელჩოს წვეულებაზე იყო მიწვეული და იქ აპირებდა წასვლას ბოტონთან ერთად. დღევანდელი დაძაბულობის გამომწვევი მიზეზი კი თავად ომეგა გახლდათ.
-როგორ მიეცი უფლება, იმ კომპანიაში დაეწყო მუშაობა?_დიდხანს ითმინა მოხუცმა ალფამ, ითმინა, ითმინა, მაგრამ ბოლოს უბრალოდ ვეღარ შეძლო დაგროვილი ბოღმის შენახვა. თითებს შორის მოქცეულ მბოლოავი სიგარა დროდადრო მიჰქონდა ტუჩებთან და ჯონგუკს ისეთი მწველი მზერით აკვირდებოდა, თითქოს უმცროსს გამოუსწორებელი შეცდომა დაეშვა.
-მას ამის სრული უფლება აქვს._მხოლოდ სათვალიდან ამოხედა წინ მჯდომ, სიგარის კვამლში გახვეულ მამას და ისევ ქვემოთ, საბუთებისკენ დახარა მზერა.
-ხალხი რას იფიქრებს, იცი მაინც?_გაღიზიანება მოხუცის ხმაში იმაზე მეტად შეიმჩნეოდა, ვიდრე წუთების წინ.-მას არ სჭირდება მუშაობა, მითუმეტეს უცხო კომპანიაში._უკმაყოფილომ მოავლო თვალი სამუშაო მაგიდას.
-ბოტონისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებ._რამდენადაც დამძიმებული იყო უფროსის ხმის ტონი, იმდენად მშვიდად გააჟღერა ჯონგუკმა სიტყვები და ამჯერად მამამისისთვის არც კი შეუხედავს.-არასდროს ყოფილხარ მამა, მაგრამ ერთხელ მაინც იყავი ადამიანი და შეეცადე, მეტად აღარ გაგვირთულო ცხოვრება.
უფროსი ალფისგან მხოლოდ ხმაურიანი წამოდგომა მიიღო და შემდეგ კაბინეტის კედლებში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. რა აზრი ჰქონდა ჯე-ჰასთან ადამიანობაზე ლაპარაკს, კაცმა ხომ ისიც არ იცოდა, როგორ უნდა ყოფილიყო ნამდვილი მამა ჯონგუკისთვის.
ბოტონს სამსახურში პირველი დღე ჰქონდა, დილით ისეთი დადებითი ემოციებით დატოვა სახლი, ჯონგუკს ამ ფაქტმაც კი მოჰგვარა სიამოვნება. ქალთან წლების განმავლობაში ცხოვრობდა, ბოტონი არ იყო ცუდი ადამიანი, მაგრამ თუ მისი შეყვარება, მის მიმართ გრძნობების გაჩენა არ და ვერ შეეძლო ალფას, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ის მნიშვნელოვანი არ იყო ჯეონისთვის. სულ რომ ყველა ადამიანური გრძნობა უკან გადაეწია, ბოტონი მისოს დედა, ჯონგუკის ყველაზე ძვირფასი არსების მშობელი იყო და ალფას უბრალოდ არ ძალუძდა მის მიმართ უარყოფითად განწყობა. იყო მომენტები, როცა ქალის სიტყვები, მისი ქმედებებიც კი იმდენად გამაღიზიანებელი ჩანდა ჯონგუკისთვის, მეუღლის მოშორების სურვილი უჩნდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშიმ, როცა ცხელი გონებით ფიქრობდა ალფა. ბოტონის სიტუაცია მსგავსი იყო ჯონგუკისა, ამიტომ ჯეონმა უკეთ იცოდა, რომელი ცეცხლის ალი წვამდა ქალს შიგნიდან.

YOU ARE READING
𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾
Фанфикპირველად საწამლავს გემო რომ გაუგო, მას მერე დამოკიდებულება იგრძნო მასზე, მის სიახლოვეზე, მის სიყვარულზე, მის სიცოცხლეზე, მის გარეშე არსებობა კი წარმოუდგენელი გახდა. თეგუკი. ომეგავერსი. BY》ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚♀️ 21.02.2023./19.06.2023.