7.

327 36 83
                                    

თითქმის ოთხ დღეს გასტანა ალფის ცხელებამ და არასდროს, ალბათ, თავისი სიცოცხლის მანძილზე ჯერ ამდენად უცნაურად არასდროს გადაუტანია ეს მეტად რთული და დამღლელი, თუმცა უთუოდ სასიამოვნო პროცესი. სამი უსაშველოდ მხურვალე, ვნებითა თუ დაუოკებელი ლტოლვის სურვილით სავსე ღამე გაატარა თეჰიონმა ჯონგუკის გვერდით სასტუმროს ნომერში და აწ უკვე მეოთხე დღის დასაწყისი იმაზე განსხვავებული იყო, ვიდრე თვითონ მოელოდა რომელიმე მათგანი. ცხელების ეფექტი თუ მთელი ეს დრო დიდ გავლენას ახდენდა ალფაზე, ისევე როგორც ბეტაზე, მხოლოდ მისი ჩაწყნარების შემდეგ გაიაზრეს, რა დატრიალდა მათ თავს ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. თუკი აქტის პროცეში ყველაფერი ათმაგად სასიამოვნო იყო, ცივი გონებით ჩადენილის შეფასებამ სიამოვნებას პროცენტები საკმაოდ დააკლო. ეს არ იყო გათვლილი, ეს არ იყო არცერთი მათგანის გეგმაში და მაინც, რა დაშავდებოდა ამ ერთჯერადი ურთიერთობით? წესით, არაფერი. აბა. პრობლემა რაში იყო? ყველაფერში და თან არაფერში.

-შეგიძლია ჩემი გარდერობით ისარგებლო._საშხაპედან ახლად გამოსულ ბეტას შიშველ სხეულს გააყოლა მზერა საწოლზე დედიშობილად წამოწოლილმა ალფამ. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ იყო, ამ ერთი შეხედვით, უბრალო, საცოდავ, ღარიბ ბეტას რომ ეძლეოდა.

-მდიდრის კვალობაზე არცთუისე მრავალფეროვანი არჩევანია._მხოლოდ გამხიარულება სცადა, თუმცა რეალობას მოკლებული არ ყოფილა მისი სიტყვები. უზარმაზარი კარადის წინ იდგა და ალფის ტანსაცმელს უყურებდა ინტერესით. არაფერი საინტერესო, სულ ერთი სტილის იყო ყველაფერი.-უკან დავაბრუნებ._ერთი წყვილი ძვირადღირებული ტანსაცმლით ხელში შემობრუნდა.

-შეხვედრის მიზეზი მარტივად იპოვნე._წინ ხედისთვის თვალის მოურიდებლად წამოზიდა სხეული, კარგად დააკვირდა, როგორ შეიმოსა თეჰიონი თეთრ პერანგსა და შავ, კლასიკურ შარვალში.-გიხდება, სტილის შეცვლაზე რა აზრის ხარ?

𝑝𝑜𝑖𝑠𝑜𝑛𝑒𝑑 - 𝐾.𝑇𝐻☆𝐽.𝐽𝐾Where stories live. Discover now