ნახე რა ლამაზია...

640 47 13
                                    

არ ვიცი რამდენი ხანი ვიმგზავრე რადგანაც მეძინა. ჩემი რუგზაკი მოვიკიდე და ჩავედი თვითმფრინავიდან.

ახლა რა ვქნა? სად წავიდე? ალბათ რაიმე პრესტიჟული სასტუმრო კარგი იქნებოდა.

რეგისტრაციაში პასპორტი მივაწოდე და გამოვედი. ვუღაც ბიჭი უხეშად დამეჯახა. ძირს დავეცი. ჯანდბა!

- უკაცრავად ქალბატონო არ მინდოდა ხომ არ დაშავდით? - ხელი გამომიწოდა... ნამდვილად სიმპათიური იყო.
ხელი ჩავკიდე და წამოვდექი

- ააჰ.. არაფერია.

- კარგით. - მითხრა ბიჭმა და გაიქცა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაიქცა.

და აი დროა ნორმალური საჭმელი ვჭამო და ჩიფსებით აღარ ჩავსკდე, მაგრამ სად არის საფულე?

ყველგან მოვძებნე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. გამახსენდა ბიჭი რომელიც დამეჯახა. აშკარად მისი მოპარული იყო! დეგენერატი!!!

კი, მაგრამ ახლა რა ჯანდაბა გავაკეთო? სად წავიდე?

აეროპოტრიდან გამოვედი და სანატრელი ქალაქის თვალიერებას შევუდექი. მარჯვნივ ტყე დავინახე. ღმერთო რა მიმზიდველია...

ტყეში შევედი. გამიგია სეულის ტყეებში ბევრი ციყვები არიანო... იქნებ გამიმართლოს?

კუჭმა გინება დამიწყო...

- ამის დედაც! ამდდნი ჩიფსები მომკლავს. - ჩავილაპარაკე და დიდი ნაძვის ქვეშ დავჯექი. ამოვიღე საჭმელი და გემრიელად ჩავიტენე პირში. კიდევ კარგი ჩიფსების გარდა ორცხობილებიც ვიყიდე და ცოტა წყალიც.

ათ წუთში ორცხობილებს მუსრი გავავლე. მგზავრობით ძალიან დავიღალე და ხის ძირშივე ჩამეძინა.

_____________
ამასობაში
-------

ორი ბიჭი ტყეში მიიკვლევს გზას.

- არა რა! სატანსუსთან აღარასოდეს დავდებ ნაძლევს! მომინდომა ტყეში ბოდიალი!

- რაგინდა თვითონაც ხომ წააგო?

- ჩვენ უარესი შეგვხვდა სეჰუნ... - უთხრა აღელვებულმა ბიჭმა და თმებში ხელი შეიცურა. - ძალიან დავიღალე. არ დავისვენოთ?

My HeroМесто, где живут истории. Откройте их для себя