ცივმა ოფლმა დამასხა. ნეტავ ვინ არის ეს? ან ვინ კიოდა ასე? ღმერთო!
უცებ ნაბიჯების ხმა გაისმა, უცნობი სასწრაფოდ მომშორდა და ფანჯრიდან ისკუპა.
მძიმე ნაბიჯების ხმა უფრო ახლოვდებოდა. მალე კარიც გაიღო და ოთახში ვიღაც შემოვიდა.
- ელენ აქ ხარ? - ხმაზე ვიცანი. სუჰო იყო.
- სუჰო! ეს ვინ ჯანდაბა იყო?
- არ ვიცი ელენ! წამოდი მალევე გთხოვ! ბექჰიონი დაჭრეს!
- რაა? - სასწრაფოდ სუჰოს ვეცი. - ვინ იყო? როდის? წამიყვანე მალე ვიცი პირველადი დახმარების წესები! წამიყვანე!!!
- წამოდი! - ხელი მომკიდა და დერეფნის ბოლოს გამაქანა. ორივე უსწრაფესად მივრბოდით. ნეტავ ვინ დაჭრა?
კარებს მივუახლოვდით. სახელური ლამის ჩამოვგლიჯე.
- ბექჰიონ! - დავიყვირე.
ის საწოლზე სისხლში ამოთხვრილი იწვა. ყველანი იქ იყვნენ. სეჰუნი ბექჰიონის საწოლის წინ იყო ჩამუხლული და ტიროდა. მხრებში მოვკიდე ხელი და უხეშად გამოვაგდე აქეთ.
- მე დამაცადეთ. - ვთქვი და ბექჰიონს დავხედე.
ოცწუთიანი გასინჯვის შემდეგ (მადლობა ღმერთს რომ მედიცინაში გარკვეული ვარ) აღმოვაჩინე, რომ სასიკვდილოდ არ იყო დაჭრილი, მაგრამ სავარაუდოდ ცდილობდნენ.
- ასე ვერ დავუმუშავებ უნდა აბანაოთ. - ბიჭებისაკენ შევბრუნდი.
- ჰეი! რა უნდა მაბანაონ ჩემით ვიზამ... - ამოიჩურჩულა ბექჰიონმა
- შენით შემიძლია დავიფიცო, რომ ფეხზეც ვერ დადგები. - ვუთხარი და ისევ ბიჭევისაკენ შევბრუნდი. - მინიმუმ ორნი მაინც უნდა იყოთ რადგან ერთმა დაიჭიროს მეორემ დაბანოს. თუ მესამესაც შემოიმატებთ ძალიან კარგი იქნება რადგან გაამშრალებს. კანი აუცილებლად გამომშრალი უნდა ჰქონდეს. ჭრილობაზე წყალი არ მოგიხვდეთ. მხოლოდ გვერდებზე.
- კი მაგრამ მუცელშია დაჭრილი ხელი ხომ არ გაუჭრია?! - შეიცხადა ჯონგინმა.
VOUS LISEZ
My Hero
Fanfiction- კი! - არა! - კი! - არა! - ნუ მეჯიუტები როგორ არა?! - აბა შენ საიდან იცი?! - ვგრძნობ! - უხეშად უთხრა და უხეშადვე დაეწაფა მის ტუჩებს... ... ... ... ... ... დანარჩენი იხილეთ ფიკში ❤️