- ბექჰიონ! - შუა გზაში ელენი ბექჰიონს შეეჩეხა. - რაღაც ძალიან მნიშვნე..ლო - ხველება აუტყდა.
ბექჰიონმა მარჯვნივ გაიხედა. ელენმაც მის მზერას გააყოლა თვალი.
- იწვის... სახლი იწვის! ელენ! - ბექჰიონმა ხმამაღლა დაიყვირა და გოგონა სააბაზანოში შეაგდო. - ზედა გაიხადე მალე! მალე!
- კი მაგრამ...
- თუ გინდა რომ მოკვდე მე წინააღმდეგი არ ვარ! - ხმამაღლა დაიყვირა ბექჰიონმა რათა ცეცხლის ტკაცატკუცში რაღაც მაინც გაეგონებინა.
ელენი ზურგით შებრუნდა და მაისური გაიხადა. მორცხვად გაუწოდა ბექჰიონს, მაგრამ მისკენ მაინც არ შეტრიალებულა.
ბექჰიონმა თვითონაც გაიხადა ზედა და წყალში ჩააგდო.
- ისედა ნანახი მყავხარ მაგ ფორმაში! ციხიდან რომ გამოგიყვანე. შეგიძლია მოტრიალდე და შარვალიც გაიხადო. - ხმამაღლა თქვა. თითქმის ყვიროდა.
ელენიც დაემორჩილა რადგნ ყველაზე ნაკლებად აქ სიკვდილი უნდოდა.
სწრაფად გაიხადა მოტკეცილი ჯინსი და მის მაიკასთან ერთად ჩადო წყლით სავსე ნიჟარაში. სამაგიეროდ მაისური ამოიღო და გადაიცვა.
ისევ შებრუნდა რადგან იცოდა, ბექჰიონსაც მოუწევდა შარვლის გახდა.
მალე ბექჰიონმა დაუძახა რომ შეტრიალებულიყო და ელენმა შარვალიც სასწრაფოდ ამოიცვა.
ბექჰიონიც ჩაცმული იყო. მათ საბედნიეროდ ორი პირსახოცი ეკიდა. ისინიც დაასველეს და შემოიხვიეს.
- იმედია იცი რაც უნდა გავაკეთოთ. - ცერად გახედა ბექჰიონმა ელენს.
- წარმოდგენა არ მაქვს - სარკაზმით უთხრა და წინ გაიჭრა.
ძლივს ძლივობით გაიარეს ცეცხლმოკიდებული ადგილები. ბოლი ხმას უხშობდა.
- ბექჰიონ! აქ ხარ? - დაიყვირა ელენმა, მაგრამ საყვარელი ადამიანის ხმა ვეღარ გაიგო. - ბექჰიონ არ ვხუმრობ! - ხელმეორედ დაიყვირა, მაგრამ მიხვდა რომ ამჯერად არც ბექჰიონი ხუმრობდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
My Hero
Фанфик- კი! - არა! - კი! - არა! - ნუ მეჯიუტები როგორ არა?! - აბა შენ საიდან იცი?! - ვგრძნობ! - უხეშად უთხრა და უხეშადვე დაეწაფა მის ტუჩებს... ... ... ... ... ... დანარჩენი იხილეთ ფიკში ❤️