მან ჩემი ორივე ხელი ერთში მოიქცია და მეორეთი სახეზე ნაზად ჩამომისვა საჩვენებელი თოთის უკანა მხარე.- შენი ბინძური ხელები მომაშორე ჩანიოლ! - შევუღრინე და გავფართხალდი.
- ოჰ როგორი უკარება ხარ. დაფიქრდი ამაზე ბევრი გოგო ოცნებობს.
- თავი დამანებე ჩანიოლ! მე ბევრი გოგო არ ვარ! ერთი ვარ და ისიც ელენი!
- რამდენი ხანია შენი დაგემოვნება მინდა... - მითხრა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- ჩა... - სიტყვა გამიწყდა რადგანაც ახლოს გადმოიწია. თვალები ისე დავხუჭე, რომ მეტკინა. ახლა მაკოცებს...
ახლა მაკოცებს...
უეცრად სიცივე ვიგრძენი. მივხვდი, რომ ჩემს ახლოს მდგარი სხეული უცებ მოსწყდა ჩემს ტანს და ძირს გაიშხლართა.
- ნაბიჭვარო! ხომ გითხარი არ მოგცემ მისი გამოყენების უფლებას მეთქი! ხომ გითხარი?! - ბექჰიონმა ჩანიოლს წიხლი ჩაარტყა.
ოთახში ბიჭებიც შემოვიდნენ. სეჰუნმა ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. კედელს მიმაწება.
- სეჰუნ შენ რაღა ჯანდაბა გეტაკ... - არ მაცადა დაბოლოვება
ორივე ხელი პირზე ამაფარა.
- როცა ბაეკი გაბრაზებულია არ გირჩევ გაეკარო. ის ჩანიოლ ჰიონსაც ეჩხუბა და ქაისაც. გთხოვ ნუ მიეკარები. - ჩურჩულით მითხრა.
- მმ.მმმმ....მმმმმ მმმ - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე რადგან ჯერ კიდევ აფარებული ჰქონდა ხელები.
- არა! ჩუმად! - ჩურჩულით მიყვირა - ჰიონი არ გააბრაზო.
- არ გამაბრაზებს. ასე არ არის ელენ? - ოთახიდან ბექჰიონი გამოვიდა და სეჰუნს მომაშორა.
საწყალი თვალებით გავხედე სეჰუნს, მაგრამ ბექჰიონის გაბრაზებულ სახეს როგორც გადავაწყდი მაშინვე თავი დავუქნიე.
- წამოდი ჩემს ოთახში წავიდეთ. - მითხრა და წელზე ხელი მომხვია.
YOU ARE READING
My Hero
Fanfiction- კი! - არა! - კი! - არა! - ნუ მეჯიუტები როგორ არა?! - აბა შენ საიდან იცი?! - ვგრძნობ! - უხეშად უთხრა და უხეშადვე დაეწაფა მის ტუჩებს... ... ... ... ... ... დანარჩენი იხილეთ ფიკში ❤️