მადლობა!

350 35 2
                                    

სახლში მივიდნენ, ბექჰიონმა უგულოდ დააგდო გოგონა ტახტზე და თვითონაც მის ფეხებთან მოკალათდა.

კიბიდან სეჰუნი გაბრაზებული სახით ჩამორბოდა. დაინახა თუ არა მწოლიარე გოგონა ეგრევე მუხლებზე დაეშვა:

- ელებ! ასე როგორ გაგიმეტეს?! გთხოვ თვალები გაახილე, ელენ!  - უეცრად ბექჰიონს მიაჩერდა

- მე რას მიყურებ გათიშულინიყო რომ მოვიყვანე. - უკმეხად უთხრა ბექჰიონმა და თვალები აატრიალა.

- მაგიტომ არ გიყურებ. ბექჰიონ დიდი მადლობა! - სეჰუნი ბექჰიონს გადაეხვია და ცრემლებით მაისური სულ დაუსველა.

- ოოჰ ნუ ხარ ასეთი ბავშვი! - გაუწყრა ბექჰიონი. - მორჩი ტირილს. - ბექჰიონს ამ მომენტამდე ვერ გაეგო რატომ ტიროდა სეჰუნი უცხო გოგონაზე, თანაც მეორედ, მაგრამ ამაოდ. ახსნა ვერ მოუძებნა. მაკნეს მხრიდან მოშორება სცადა რაც იმითი დამთავრდა, რომ ბექჰიონს ენერგია გამოელია პატარა მაკნესთან "ჭიდაობაში".

- შენ რომ არა, ბექჰიონ ახლა ის უკვე მკვდარი იქნებოდა! მადლობა! მადლობა! მადლობა! - სეჰუნი უფრო მიეკრო ჰიონს და გააგრძელა ტირილი. ის ხომ ბექჰიონთან ყველაზე ახლოს იყო?!  მაკნე ეხუტებოდა ბექჰიონს და რამდენიმე კოცნაც დაუტოვა ჰიონს კისერში (My SeBaek Feels :') )

ჩანიოლი და ჯონგინი შეუერთდნენ მათ, ჯერ კიდევ გაკვირვებული სახეები ჰქონდათ ბექჰიონის ნათქვამზე, როცა ამ სცენის დანახვაზე უარესი სახეები მიიღეს.

დანარჩენი ექსოს წევრები მალე შეუერთდნენ მათ. სუჰო მიახლოებით იდგა, ხოლო მუდამ უგრძნობ ან გაბრაზებულ უხასიეთო დიოს მღელვარება აღბეჭდვოდა სახეზე.

ბიონი ვერ ხვდებოდა ასეთ მოკლე დროში როგორ შეძლო და შეაყვარა თავი ყველას ელენმა.

ამ დროს სამზარეულოში შიუმინი და ჩენი წამალს ამზადებდნენ. მძაფრ-სუნიანი მალამო სასწრაფოდ მიუცუნცულეს ლეის, რომელმაც ცხვირთან მიუტანა წამალი. კიდევ კარგი სეჰუნმა თავი დაუჭირა ელენს თორემ ასეთი მოულოდნელობისგან ბნედადაცემული ელენი აუცილებლად მიარტტავდა თავს მის ფეხებთან მჯდარ ბექჰიონს.

My HeroWhere stories live. Discover now