- ელენ. შენ რომ მოხვედი ისე დაემთხვა, რომ ჩვენი მოსამსახურეები ისვენებდნენ. დღეს კი ერთ ერთმა გადაწყვიტა წასვლა. დღეს რამდენიმე კანდიდატი მოვა და იქნებ შეარჩიო რა. და რა ევალება ამ კანდიდატს. ჩანიოლის ოთახი უნდა დაალაგოს და უნდა მომეხმაროს საჭმლის გამზადებაში. შეძლებ, რომ შენ შეარჩიო? დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს. - მთხოვა დიომ.
- რათქმაუნდა არანაირი პრობლემა არ იქნება - გავუღიმე. - მეორე მოსამსახურე ვინაა? გამაცნობ?
- კი, მალე მოვა. ჯერ არ მოსულა. ისე აქ რჩებიან ხოლმე, მაგრამ 1 კვირა დავასვენეთ.
- კარგი დიო. აუცილებლად გავიცნობ.
- მადლობა ელენ.
- არაფრის კიონსუ.
სამზარეულოში შევედი, სანამ ბიჭები ადგებოდნენ მინდოდა მესაუზმა. დიო და მე პირველები ავდექით. დიოს უკვე მომზადებული ჰქონდა რამოდენიმე კერძი. სწრაფად ვისაუზმე და ჩემს ოთახში ავედი. ტელეფონი ავიღე. ცოტა ხანი სოციალურ ქსელს დავუთმე. ახალი Facebook ანგარიში შევქმენი დროა ხალხი გავიცნო, მაგრამ ახლა არ ვარ მაგის ხასიათზე.
კომპიუტერთან დავჯექი, მაგრამ ვერც მაგას ვერ დავუდე გული. უაზროდ მოვყევი ოთახში ბოდიალს. ბოლოს დავჯექი და კარზე ზარიც გაისმა. ალბათ ვინმე მოვიდა გასაუბრებაზე.
კიბეებზე ჩავირბინე და კარი გავაღე. კარში 50 წლამდე ქალბატონი იდგა.
- გამარჯობა მე მილა ვარ. შენ ალბათ ელენი? სუჰომ შემატყობინა შენზე. - თბილად გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.
- დიახ. გამარჯობათ სასიამოვნოა.
კარში შემოვუშვი.
- მე ჩემს საქმეს მივხედავ. - მითხრა და დიდ ჰოლშუ გაუჩინარდა.
როგორც კი წამოსვლა დავაპირე კიდევ გაისმა ზარის ხმა. კარები გავაღე.
ამაზრზენი გოგონა იდგა კარში. მოკლე კაბა ეცვა. ზემოთ კი ღრმა დეკოლტე.
YOU ARE READING
My Hero
Fanfiction- კი! - არა! - კი! - არა! - ნუ მეჯიუტები როგორ არა?! - აბა შენ საიდან იცი?! - ვგრძნობ! - უხეშად უთხრა და უხეშადვე დაეწაფა მის ტუჩებს... ... ... ... ... ... დანარჩენი იხილეთ ფიკში ❤️