შიფი III (?)

307 33 18
                                    

დიახ დიახ... ჩანიოლმაც იპოვა მისი გულის სატრფო. და ვინ იყო ის? ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ სინამდვილეში არაჩვეულებრივი გოგონა. ქეითი. მიხვდა როგორ ჩაუვარდა გულში, მიხვდა რომ სხვას განიცდიდა მის მიმართ, განსხვავებით მისი 2 დღიანი სათამაშოებისა. მიხვდა რომ მისი უბრალო ღიმილიც კი ძალიან აბედნიერებდა. მას სჭირდებოდა ქეითი. ისე როგორც წყალი, ჰაერი და საჭმელი.

ამ სამეულს რომელიც ჩანიოლს არსებობას შესძენდა ქეითიც მიემატა და გახდა ოთხეული.

ერთი დღე ქეითის გარეშე და ჩანიოლი ალბათ ნაწილებად დაიშლებოდა.

რათქმაუნდა ქეითსაც ძალიან უყვარდა ჩანიოლი. ის იყო მისი იდეალი ტიპის მამაკაცი. ტყუილად კი არ მოვიდა ამ სამხახურში. არადა ის შეძლებული ოჯახიდან იყო და ფული თავისთვის თავზესაყრელად ჰქონდა, მაგრამ იგი სიამოვნებას იღებდა ჩანიოლის ოთახის დალაგებით და მის ნივთებთან შეხებითაც კი. მას უხაროდა თითოეული დღის გათენება, რადგან იცოდა რომ დიოსთან ერთად ბოროტულ რაღაცეებს დაგეგმავდა, თან საჭმლის გამზადებაში მოეხმარებოდა. შემდეგ კი ჩანიოლის ოთახთან ექნებოდა შეხება სადა  ჩანიოლის სურნელი იდგა.

ოთახიც თითქოს და სპეციალურად არეული ხვდებოდა. ის ჩანიოლს თითქმის ვერასოდეს ხედავდა მის ოთახში, მაგრამ ჩანიოლი ხედავდა იმ კამერებით რომლებიც მის ოთახში იყო.

დიახ ის ტკბებოდა მოკლეკაბიანი მოსამსახურის ყურებით რომელსაც ასე სიამოვნებდა ჩანიოლის ოთახის მილაგება.

თან ფიქრობდა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ჩუმჩუმელა (😂) რომ მისი გულის სატრფოს ჩუმი თვალთვალით დამტკბარიყო და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონოდა.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან რომ ჩასულიყო ბოლო-ბოლო თავის ოთახში და ყველაფერი ეთქვა ქეითისთვის.

მან ზუსტად არ იცოდა რას გრძნობდა ქეითი მის მიმართ, მაგრამ აშკარა იყო, რომ ქეითი მის მიმართ გულცივი არ იყო. ჩანიოლიც მეტი თავდაჯერებულობით ჩავიდა კიბეებზე. იმ იმედით რომ თუ ქეითს უკვე არ უყვარდა ჩანიოლი თავს შეაყვარებდა.

My HeroTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang