არ მოგცემ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას!

296 27 0
                                    

- ახლავე გააუქმეთ და გააკეთეთ იგივე საბუთი ელენ ბეინზე და ბიონ ბექჰიონზე! - კბილებში გამოსცრა ბექჰიონმა.

- ახლა მაგას ვერ შევძლებთ, ამ საბუთის გაუქმებიდან 1 კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ ახალი შევქმნათ.

- ჩვენ ახლავე გვჭირდება. - თქვა სუჰომ - ახლა ვერ გააკეთებთ? იქნებ დაუშვათ გამონაკლისი?

- შეუძლებელია, რადგან სისტემაში ასეა შეტანილი.

- ერთ კვირას ვეღარ დაველოდებით - ლაპარაკში შიუმინი ჩაება. - თქვენ იცით რომ დღეს ბოლო დღეა საბუთების შეტანის, თანაც 6 საათამდე უნდა მოვასწროთ.

- უკვე 2 საათია! - აღშფოთებული ხმით თქვა ჩენმა.

- ბექჰიონ... - ამოვიწუწუნე და გავხედე.

- ერთი წამით დაგელაპარაკები. მარტო, ცალკე.

- კარგი. - დავთანხმდი და გვერდით გავედით.

- არ გეგონოს, რომ შენზე ვღელავ. მკიდიხარ, მაგრამ იცოდე ჯონგინზე დაქორწინება კარგს არაფერს მოგიტანს. სეჰუნს ძალიან უყვარხარ და მე არ მინდა გული ატკინო. არ ვგულისხმობ, რომ უყვარხარ როგორც გოგო, ეს შეიძლება შენ გიყვარს ის როგორც ბიჭი, მაგრამ...

- არ მიყვარს! - ყელში ამომივიდა და დავუყვირე. საბედნიეროდ არავის გაუგია.

- სამაგიეროდ ის ჩემთვის პატარა ძმასავითაა და არ მოგცემ უფლებას იყო უბედური, მხოლოდ იმიტომ რომ სეჰუნი მიყვარს. ასე რომ მე არ მოგცემ უფლებას დაქორწინდე მასზე.

- როდის იყო შენ გეკითხებოდი რა უნდა მექნა და რა არა? ბექჰიონ მომისმინე. მე არ მოგცემ ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას. არასოდეს! შენ ვერ ამიკრძალავ მასზე ქორწინებას, მე კი სწავლა მინდა და ჩემს თავს ჩემით მივხედავ. - ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი. - დავიწყოთ ცერემონია.

ჯერ 5 წუთი რაღაცეებს ბუტბუტებდა ის ქალი, ბოლოს ჯონგინს მიმართა:

- კიმ ჯონგინ, თანახმა ხართ რომ მოიყვანოთ ელენ ბეინი ცოლად?

My HeroWhere stories live. Discover now