ამას ბექჰიონს ვუყიდი შენთვის!

277 29 10
                                    

- პეპერო რამდენი აიღე?

- ორი ყუთი. ერთ ყუთში 50 შეფუთვაა, 1 შეფუთვაში 150 ცალია.

- მოდი კიდე ერთი ყუთი დავამატოთ, არ შემოგვაკლდეს არა? - თვალები დააწვრილა ქეითმა.

- მართალი ხარ! - წამებში დავეთანხმე და ერთი ყუთი კიდევ ჩავტენე.

ძალიან ბევრი რამ ვიყიდეთ. ჟელიბონები, ჩიფსები, კრეკერები და კიდევ ათასი საზიზღრობა.

- გოგო ჩაი! ჩაი დაგვავიწყდა! - შუბლში ხელი შემოირტყა ქეითმა.

- ჩვენთვისაც ავიღე და იმათთვისაც.

- ჩვენთვის სხვანაირი რატომ აიღე? - გაოცებულმა შემომხედა.

- აბა გაციების ჩაი დავლიოთ? - სიცილით ვუპასუხე და ისიც ამყვა.

დიდი კალათები მივაგორეთ მანქანასთან და ყველაფერი საბარგულში ჩავტენეთ. იმდენი რამ იყო, მინი ვენის საბარგული გაიტენა და რაც იქ არ ჩაეტია წინ ჩავდეთ.

- სად ჯანდაბაში არიან? - იკითხა ქეითმა და გაურკვეველი მიმართულებით გაიხედა. - ვაიმე ელენ! ნახე სექსშოპი! წამო შევიდეთ რა!

- გაგიჟდი გოგო? რა ჯანდაბა მინდა მანდ?

- წამო გთხოვ გავერთობით! - დამიყვირა და ხელი მომკიდა. ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი ისე გადამაბიჯებინა კარის ზღურბლს.

ღმერთო... ეს რეებია?

- ვაიმე ქეით აქ ყოფნაც კი მეშინია წავიდეთ რა... - საწყალი ხმით ვუთხარი. ქეითმა მაგის ნაცვლად ბორკილები გამიკეთა ცალ ხელზე და სიცილი დაიწყო

- ამას ბექჰიონს ვუყიდი შენთვის!

- ვაიმე გთხოვ გთხოპვ წავიდეთ!!

- სად უნდა წავიდეთ ნახე რა მაგრობები დევს! აუ ამ სათამაშოებით როგორ ერთიბიან წარმოიდგინეე!! - აღფრთოვანებული ლაპარაკობდა თითქოს რომელიმე ტორტზე ყვებოდეს. - ვაიმე შეხედე რა საყვარლობაა! - დაიყვირა და შუშის დილდო ხელში აიღო.

My HeroNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ