- ბექჰიონ! გაგიჟდი?! დაგვიჭერენ!
- რაა? არა. ამ კომპიუტერს დაცვა დავუყენე.
- გული გამისკდა.
- კარგი წავიდეთ.
________
5 თვის შემდეგ...
________- ყველანაირად ვეცადეთ მისთვის მეხსიერების აღდგენას, მაგრამ შეუძლებელია. თვითონ თუ გაიხსენებს. შეგიძლიათ ეს წამლები შეუწყვიტოთ.
- კარგით. მადლობა - ბექჰიონი დანებდა. მას მეტი აღარ შეეძლო ყელში ამოუვიდა ყველაფერი ბევრი იბრძოლა, იშრომა, ყველაფერს ეცადა, მაგრამ უშედეგოდ ელენი ვერაფერს იხსენებდა.
------
- სუჰო ლეი როგორ არის?- ძალიან გაუჭირდა ნამჯუნ. მისთვის ძალიან რთული იყო ამდენის გადატანა. საშინელი დაავადება აქვს. უფრო გაურთულდა და გაუმწვავდა. არც კი ვიცი რა გავაკეთო ძალიან ვნერვიულობ.
- ყველაფერი კარგად იქნება სუჰო.
- მადლობა ძმაო გვერდში დგომისათვის. - ტელეფონი გათიშა და პალატაში შევიდა. - ლეი თავს როგორ გრძნობ?
- მიყვარს... არ მინდა... მიყვარს...
- ლეი, მე შენ მართლა მიყვარხარ დავქორწინდეთ ხომ იცი რომ არაფერს არ მოგაკლებ. ძალიან მიყვარხარ, დამთანხმდი გთხოვ.
- სუჰო... მე არ მიყვარხარ მე სხვა მიყვარს. შენც ხომ იცი შენთან ერთად ბედნიერი ვერ ვიქნები. ამ ყველაფერს ემატება ჩემი ფსიქოლოგიური პრობლემები. მე არ შემიძლია შენს გვერდით ვიყო. შენ უსაფრთხოდ ვერ იქნები. არ მინდა გული გეტკინოს, მე შეიძლება ნებისმიერ წამს მოვკვდე. შეეგუე ამ ფაქტს მე შენ არ მიყვარხარ და შენთან ერთად ვერ ვიქნები ბედნიერი. გთხოვ ნუ გამანადგურებ და შენ თვითონაც ავნებ შენ თავს. სულ მალე მოვკვდები თავს ნუ მოიტყუებ ჩემი გადარჩენის შანსი არ არის მეოთხე სტადიაა...
- ლეი გთხოვ ამას ნუ იძახი გულს მტკენ. შენ კარგად იქნები რაც არ უნდა იყოს ყოველთვის მეყვარები. დებიუტიდან მოყოლებული მიყვარხარ, წლები ვიტანჯე და ახლა შენი სიტყვები გულს მტკენს, ვიცი გადარჩები. შენს ფსიქოლოგიურ პრობლემას კი ეშველება. დამიჯერე ეშველება. - სუჰოს ხმა გაუტყდა ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა თვალებიდან. დაიღალა საყვარელი ადამიანის შემყურე. ყოველდღე უყურებდა და ხედავდა როგორ კვდებოდა. ხედავდა მის ჩადენილ დანაშაულს. უნდოდა გულში ჩაიკრა და ეთქვა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ არ შეეძლო. არ იყო ასეთი ძლიერი. ერთი შეხედვით უდარდელი ბიჭი მდიდარი ბიჭი რომელსაც არაფერი არ აინტერესებს, თავისი ცხოვრების მთავარი მიზეზი ხელში აკვდებოდა, ის კი მიუხედავად ამდენი ფულისა ვერაფერს შველოდა.
YOU ARE READING
My Hero
Fanfiction- კი! - არა! - კი! - არა! - ნუ მეჯიუტები როგორ არა?! - აბა შენ საიდან იცი?! - ვგრძნობ! - უხეშად უთხრა და უხეშადვე დაეწაფა მის ტუჩებს... ... ... ... ... ... დანარჩენი იხილეთ ფიკში ❤️