სუჰოს შავი ბარათი

446 43 17
                                    

- შენი ისტორია მოგვიყევი! - სეჰუნმა სიცილით მითხრა.

- მე ძალიან მდიდარი ვიყავი. ნუ რაღაც მიზეზების გამო სახლიდან წამოვედი, ჩემი წილი წამოვიღე. გავყიდე ავიღე ფული და ჩამოვედი კორეაში. აეროპორტში ვიღაც ბიჭმა წამაქცია და თურმე ჩემი საფულეც მან გააყოლა. - დანანებით ვთქვი.

- რაა? შენ მოგპარე საფულე? - სუჰომ გაოცებული სახით შემომხედა.

- რაა? შენ მომპარე საფულე? - არანაკლებ გაოცებული ხმით ვთქვი.

- კიი! სანაძლეო წავაგე სატანსუსთან და მითხრა აეროპორტში ვინმეს საფულე მოპარე და მერე დაწვიო. მეც რავი...

- მოგკლავთ! თქვენ! ორ! იდიოტს! - დავუყვირე ხუმრობით.

- კარგი, კარგი არ გვცემო! - დაიწყო დიომ - შეგიძლია მთელი ცხოვრება სუჰოს შავი ბარათით ისარგებლო ეს რომ გამოვისყიდო.

- სუჰოს შავი ბარათი? - გავიკვირვე მე.

- ჰო, იმ ბარათზე ბევრი ფულია დარიცხული და რაშიც გინდა დახარჯე. - მითხრა სუჰომ და ბარათის მეორადი ვერსია მომაწოდა.

- კი მაგრამ საიდან? - ძალიან გამიკვირდა.

- ბექჰიონის დამსახურებაა. - სეჰუნმა ბექჰიონზე მიმითითა.

- შენი? - თვალები დავაჭყიტე. არ მოველოდი

- დიახ ჩემი! - მითხრა და სწერვულად გამიღიმა.

- როგორ? - ინტერესით ვკითხე.

- არაა საჭირო ყველაფერი იცოდე. - ვითომდა ხუმრობით მითხრა ჩანიოლმა. მინდოდა საყელოთი დამეჭირა და მერტყა! - მერე რამე რომ მოხდეს გრძელ ენას არ გააჩერებ და ყველაფერს წამოაყრანტალებ.

- არაფერს იტყვის... ხომ მართალი ვარ? - ბექჰიონი მომიახლოვდა და სახე ნიკაპით დამიჭირა. - იტყვის და ამის გამო პრობლემები შეექმნება. - ისევ გამიღიმა. თავი შეშინებულმა დავუქნიე. - მე ჰაკერი ვარ. ნებისმიერი ბანკის გატეხვა შემიძლია და იმათი ანგარიშიდან სუჰოს შავ ბარათზე თანხის კოპირება ისე, რომ მათ ვერაფერი გაიგონ და არაფერი მოაკლდეთ. - მითხრა და ცინიკურად ჩაიცინა.

My HeroDonde viven las historias. Descúbrelo ahora