შიფი I

355 36 33
                                    

შიუმინი გაფითრდა. თითქოს ოფლმა დაასხაო. თვალები აუწყლიანდა და ჩენისაკენ გააპარა მზერა.

ჩენი ლოყებაწითლებული იჯდა. შიუმინს მიშტერებოდა. ერთი ღრმად ამოისუნთქა და სახე ხელის გულებზე ჩამოიდო. წარბებაწევით გახედა შიუმინს.

- მართალია? - იკითხა უჩვეულო ხმით. შიუმინი დუმდა. ჩენმა ჩანიოლს გახედა. - მითხარი.

შიუმინმა ნერწყვი გადაყლაპა. თვალებში ცრემლები აწვებოდა. სახეზე სრულიად წითელი გახდა და ტუჩი მოიკვნიტა.

- ასე რა გავიგო? - თქვა ჩენმა და ღრმად ამოისუნთქა. - მითხარი. მართალია რასაც ჩანიოლი ამბობს?

ჩენმა თავი ასწია და საწინააღმდეგო მხარეს გაიხედა.

- დუმილი თანხმობის ნიშანია. - ჩაიცინა ჯონგინმა.

ყველას გასაკვირად შიუმინმა ხმა ამოიღო.

- მართალია.

- რა არის მართალი? - ჩაეძია ჩენი. თითქოს მოსწონდა ბიჭის წვალება.

- ის რომ დუმილი თანხმობის ნიშანია.

- ანუ გიყვარვარ? - ჩენმა წარბები აზიდა.

შიუმინმა ნერვულად შეიცურა თმებში ხელი.

- ჯანდაბა. - თქვა და წამოდგა.

- დაჯექი ძმაო. - უთხრა სეჰუნმა. - ჩვენ შენი ძმები ვართ, უნდა გვითხრა.

- მე ჩენს ძმად ვერ ვთვლი. - ამოიკრუსუნა შიუმინმა.

- ანუ გიყვარს? - თვალები აატრიალა დიომ.

მე და ქეითი ერთმანეთს ანთებული თვალებით ვუყურებდით.

"ნეტა ჩანბექის შიფიც მართალია?" ტუჩების მოძრაობით მანიშნა ქეითმა. თავი დავუქნიე.

- ამის დედაც! კი!

- კი რას ნიშნავს? - არ ცხრებოდა ჩენი და განაგრძობდა ბიჭის წვალებას.

- ანუ მიყვარხარ შე ნაბიჭვარო! - დაუყვირა შიუმინმა. ამაზე შევხტი არ ველოდი.

My HeroWhere stories live. Discover now