- გახადეთ! - გასცა კიდევ ბრძანება და იქ მყოფებს თვალები დაუბრიალა. ვერც კი გავიაზრე რა სწრაფად შემომახიეს ის ყველაფერი რაც კი მეცვა. მხოლოდ საცვლების ამარა აღმოვჩნდი.
- არა! გთხოვ ამას ნუ გააკეთებ! - როგორც შემეძლო დავუჩოქე. ცუდი არ ყოფილა სკამზე მიბმული ადამიანის თაობაზე. - ძალიან გთხოვ! თუ გინდა მომკალი ოღონდ ეს არა!
- როგორც ინებებ... - ბოროტულად ჩაიცინა და პირველი მუშტი სახეში გამარტყა, მერე ფეხი მუცელში. ვცდილობდი ხმამაღლა მეყვირა რომ ვინმე შემოსულიყო, მაგრამ არავის ესმოდა. ტუალეტში არსებული მტვერი კი ხელს უწყობდა ჩემი ხმის ჩახლეჩვას და ის მოხდა რასაც ველოდი. უკვე ვეღარც ვყვიროდი.
პატარა დანა ამოიღო და ამ პატარა დანით მტკივნეული ჭრილობები მომაყენა ხელზე. გამიხარდა როცა დავინახე რომ ვენის საპირისპირო მხარეს გადამისვა, მაგრამ სიხარული ჯერ ადრე იყო...
- ეგ ბიტა მომეცი! - უთხრა ვიღაცას. ისიც დაემორჩილა.
ბიტა დაუნდობლად ჩამარტყა ზურგში. არა მხოლოდ ზურგში, ფეხშიც.
ხერხემალი მეტკინა და ვიგრძენი, რომ განძრევა აღარ შემეძლო. ძლივს ამოვიხავლე. მერე თვალები დამეხუჭა...
*ამ დროს ექსოს სახლში*
- ბექჰიონ წაიყვანეს გესმის? - არ ცხრებოდა მაკნე. - წაიყვანეს!!! გთხოვ უნდა დამეხმარო!
- ერთხელ რაც გავაკეთე ვინანე! სეჰუნ არ ვაპირებ კიდევ დაგიჯერო! - დაუყვირა ბექჰიონმა პატარას და გზიდან ჩამოიშორა.
მაკნე წინ გადაუდგა და ბექჰიონის წინ მუხლებზე დაეცა.
- ბექჰიონ ამას თუ არ გააკეთებ ჯგუფიდან წავალ! გთხოვ! ამ მდგომარეობაში გთხოვ! ხომ იცი რა სასტიკი პირობებია ბექჰიონ! ის იქ ვერ იცოცხლებს! დამიჯერე კარგად ვიცნობ!
YOU ARE READING
My Hero
Fanfiction- კი! - არა! - კი! - არა! - ნუ მეჯიუტები როგორ არა?! - აბა შენ საიდან იცი?! - ვგრძნობ! - უხეშად უთხრა და უხეშადვე დაეწაფა მის ტუჩებს... ... ... ... ... ... დანარჩენი იხილეთ ფიკში ❤️