- დიო ხანძარი როგორ მოხდა? - იკითხა ლუჰანმა მაშინ როცა საბოლოოდ ყველანი მანქანაში ჩავჯექით და ექსოს სათადარიგო სახლში მივდიოდით.
- ამმ.. როგორ ვთქვა. არ ვიცი, იმიტომ რომ გაზქურა მივატოვე ანთებული, მაგრამ ახლომახლო აალებადი არაფერი ყოფილა.
- ნეტავ რა მოხდა? - ჩაფიქრდე სეჰუნი და მის გვერდით მჯდარ სხეულს თავისი ქურთუკი მოაფარა. - უკვე აცივდა ლულუ, შეგცივა. - უთხრა მზრუნველი ხმით და გაუღიმა.
პატარა ირემისთვის ეს მოკლე ღიმილი საკმარისი იყო რომ მის სახეზეც იგივე დაგენახათ. აშკარაა რომ ლუჰანსაც უყვარს. მაშინ რატომ არ არიან ერთად?
შეიძლება ვერ ბედავენ ამის გამხელას. ვფიქრობ დღეს მივეხმარები...
- ბიჭებო არ გინდათ, რომ როცა მივალთ კოცონი დავანთოთ. იქ ხომ აგარაკივითაა? - იკითხა გართობის მოყვარულმა შიუმინმა. როგორც ყოველთვის ჩენი დაეთანხმა.
- ცუდი იდეაა არაა, თან გავერთობით. - ქაიც დათანხმდა და ცოტა ხანში უკვე გეგმებს ვადგენდით რა უნდა გაგვეკეთებინა.
- ესე იგი, ვითამაშებთ რამე თამაშებს, მაგალითად პეპეროს. სიტყვობანას, სთუმს. ამის პატრონმა რა ქნას და ასე შემდეგ! - პატარა ბავშვივით იძახდა ქეითი, მაგრამ მე ვიცოდი რა გარყვნილობებსაც ფიქრობდა ეგ დამპალი!
- კარგი აზრია! - ვითომც არაფერი ისე დავეთანხმე - მაგრამ მანამდე პროდუქტები დაგვჭირდება. უახლოეს სუპერმარკეტთან გააჩერეთ და მე და ქეითი ვიყიდით.
- ეე მეც წამოვალ რა... - ვინიმ მთხოვა, მაგრამ არ ვაპირებ ეს წუწუნა სადმე წავიყვანო. თავში მაგარი იდეები მომივიდა და ეს საძაგელი ყველაფერს ჩაშლის.
- არა, პირადი ჰიგიენის ნივთები უნდა ვიყიდო. - ჩუმად ვუთხარი და მორჩილად დამიქნია თავი.
- მოვედით გოგოებო. - განაცხადა ჩანიოლმა და ჩვენც მანქანიდან ჩავედით.
YOU ARE READING
My Hero
Fanfiction- კი! - არა! - კი! - არა! - ნუ მეჯიუტები როგორ არა?! - აბა შენ საიდან იცი?! - ვგრძნობ! - უხეშად უთხრა და უხეშადვე დაეწაფა მის ტუჩებს... ... ... ... ... ... დანარჩენი იხილეთ ფიკში ❤️