სეჰუნი

381 33 9
                                    

...

- ბექჰიონ მე მადლობის მოსახდელად მოვედი. - დამნაშავე ბავშვივით თავი დავღუნე. - იცი შენ, რომ არა...

- მე გითხარი რომ არ უნდა შემოსულიყავი! ვერ გაიგე? - გაღიზიანებული ხმით მითხრა და ახლოს მოიწია. - ძალიან მომაბეზრებელი ხარ!

- მაპატიე შენ თუ რამეს გიშავებ, მაგრამ ექსოს სხვა წევრებთან კარგი კონტაქტი მაქვს და შენთანაც მინდა ბექჰიონ. - თვალებზე ცრემლები მომაწვა, დასამალად თავი დავხარე. - მე... მადლობას გიხდი რომ გადამარჩინე. წავალ. - ვუთხარი, მაგრამ არ გავნძრეულვარ.

- შემომხედე. - სერიოზული ხმით მითხრა, შევკრთი. არ ვიცოდი რა მექნა. არ მინდოდა მის ცივ თვალებში ჩამეხედა. ისევ არ გავნძრეულვარ. - დაყრუვდი? შემომხედე-მეთქი! - არც ახლა მიქნია რამე. ნიკაპზე ხელი მომკიდა და ცდილობდა ძალით აეწევინებინა ჩემთვის თავი, მაგრამ ვეწინააღმდეგებოდი. ათ წამიანი "ჭიდაობის" შემდეგ მისმა ძალამ ჩემი გადაწონა და სახე ამაწევინა. მაშინვე თვალები დავხუჭე. არ მსურდა ბექჰიონის თვალებში ჩახედვა, მითუმეტეს ტირილის დროს. - ელენ, თვალები გაახილე! - მბრძანებლური ტონით მომმართა. ინსტიქტურად დავემორჩილე.


თვალები გავახილე თუ არა ცრემლები გადმოვაფრქვიე! ჯანდაბა არ ვყოფილვარ ასეთი მგრძნობიარე!


- ნუ ტირი. - მისი ცინიკური ჩაცინების ხმა მომესმა - ასეთი მტირალაც არ მეგონე.


- არ ვარ მტირალა!


- კი, მტირალა ხარ და სეჰუნი გიყვარს.


- რაა საიდან მოიტანე არ მიყვარს!


* Author's POV*


მათი ჩხუბი ორი წლის ბავშვების კინკლაობას ჰგავდა. ორივე ხმამაღლა წიკვინებდა.


- მაშინ დამიმტიცე რომ არ გიყვარს!


My HeroDove le storie prendono vita. Scoprilo ora