- ვისზე? - შევიცხადე რადგან მის გარდა ყველას მოველოდი.
- ჩანიოლზე. - გამიმეორა სუჰომ.
- კი, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა? მე.. მე არ მინდა ქორწინება.
- არ გამოვა. სწავლა კი აუცილებელია. ისე აზრი არ აქვს ორ თვეში დეპირტით გაგიშვებენ უკან. - ლაპარაკში სეჰუნი ჩაება.
ბექჰიონმა დანა-ჩანგალი მაგიდაზე დაყარა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაყარა.
- მე ამ ქორწინების წინააღმდეგი ვარ.
- აბა რა უნდა ქნას? - სიტყვა შეუბრუნა შიუმინმა.
- რა უნდა ქნას კი არა თქვენ ღამე ცოტა ხმადაბლა იკვნესეთ თუ შეიძლება ღამე მაწუხრბდით. მერე მეორე მე არ დავუშვებ რომ ელენი ჩანიოლზე დაქორწინდეს! - მაგიდაზე ხელი დააბრახუნა ბექჰიონმა. - სეჰუნს გაჰყვეს!
- სეჰუნს ვერ გაჰყვება! - სიტყვა შეუბრუნა ჯონგინმა. - არასრულწლოვანია. (მომენტს სჭირდება და ვითომ არასრულწლოვანია რა)
- მაშინ არ გაჰყვება არავის! - მკაცრად გამოაცხადა.
- კი, მაგრამ მე რატომ არ მეკითხებით არაფერს? იქნებ მეც მაქვს რამე სათქმელი?! - დავიწყე და ქეითს თვალი ჩავუკარი რომელიც აქამდე დაძაბული იჯდა. - ჩანიოლს არ გავყვები! ვინმეს ვნახავ ვინც დამეხმარება აუცილებელი არაა ჩანიოლი იყოს. - ვთქვი და ბექჰიონის სახეზე კმაყოფილება აისახა.
- დღეს უნდა იყოს ნიშნობა, რომ დღესვე აიღო საბუთი და სკოლაში შეიტანო. ხვალ სწავლას დაიწყებ. - მითხრა სუჰომ და მანაც დადო დანა ჩანგალი.
თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. მე ჩანიოლს ვერ გავყვები. ჯერ ეს ერთი მეშინია მისი. მერე მეორე ქეითს უყვარს და იქვე მესამე მასზე ქორწინება არ მინდა.
- რა გავაკეთო? - ხმაგაბზარულმა ვთქვი. - ჩანიოლის გარდა სხვა რომ ყოფილიყო...
- ლეი? - სიტყვის დასრულება არ მაცადა ჩენმა.
- ლეი? - კითხვა გავუმეორე.
YOU ARE READING
My Hero
Fanfiction- კი! - არა! - კი! - არა! - ნუ მეჯიუტები როგორ არა?! - აბა შენ საიდან იცი?! - ვგრძნობ! - უხეშად უთხრა და უხეშადვე დაეწაფა მის ტუჩებს... ... ... ... ... ... დანარჩენი იხილეთ ფიკში ❤️