***
შავ კაპიშონიანი კაცი ბექჰიონის ოთახთან დგას. ხელში დიდი დანა უჭირას. ოთახში შედის და ბექჰიონის გამწარებული კივილი ისმის. ვცდილობ მასთან მივიდე, მაგრამ რაღაც მაკავებს...
- ელენ!!! ელენ!
- რა? - ლოგინიდან წამოვდექი და თვალები მოვიფშვნიტე. სიზმარი ყოფილა.
ფოკუსი დავარეგულირე და მილას თვალებმოჭუტულმა შევხედე
- რა ხდება? - ვკითხე და თმა უკან გადავიწიე.
- მალე წამოდი ელენ ბექჰიონმა ბოდვა დაიწყო!
სასწრაფოდ წამოვდექი, ფეხსაცმელი ჩავიცვი და ხალათი მოვიხვიე მოჩაჩულ პიჟამოზე. მილას არც კი დაველოდე ისე ავედი ზედა სართულზე და დერეფნის ბოლოს გავუყევი.
- ბექჰიონ! ბექჰიონ! - ყვირილი დავუწყე, მაგრამ ეძინა. - მილა! - მილა ოთახში შემომყვა. - მილა ძალიან გთხოვ სეჰუნი გააღვიძე და აქ მომიყვანე რა...
სეჰუნზე იმიტომ შევჩერდი რომ მასთან ყველაზე ახლოს ვარ. 2-3 წუთში სეჰუნი შემოვარდა დიდი მაისურით და ბექჰიონის საწოლის წინ ჩაიმუხლა.
- ბექბექ, რა დაგემართა? - ისე შეეკითხა თითქოს პასუხს გასცემდა. - ჰიონ, გაიღვიძე რა... მოდი სასწრაფოში დავრეკოთ. - მომიბრუნდა სეჰუნი
- კარგი აზრია. - ვუთხარი და ტელეფონს დავწვდი, მაგრამ მკაცრმა ხმამ შემაჩერა.
- არა! - ბექჰიონი იყო.
- ბექჰიონ გღვიძავს? - ვკითხე და შევანჯღრიე. ამაზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ტელეფონი გამგლიჯა ხელიდან.
- არ გაბედოთ ჩემი იქ წაყვანა. - კბილებში გამოსცრა.
- ბექჰიონ თვალები გაახილე! ბექჰიონ! ჰიონ! - უყვიროდა სეჰუნი, მაგრამ ის უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდა. - დამამშვიდებელს მოვიტან. - მითხრა სეჰუნმა და ოთახიდან გავარდა.
ბექჰიონის საწოლზე ჩამოვჯექი და პულსი გავუსინჯე. ღმერთო ალბათ წუთში 500-ჯერ მაინც ცემდა. სეჰუნი მოვარდა წამლით ხელში.
ESTÁS LEYENDO
My Hero
Fanfic- კი! - არა! - კი! - არა! - ნუ მეჯიუტები როგორ არა?! - აბა შენ საიდან იცი?! - ვგრძნობ! - უხეშად უთხრა და უხეშადვე დაეწაფა მის ტუჩებს... ... ... ... ... ... დანარჩენი იხილეთ ფიკში ❤️