ვგლოვობთ...

296 29 8
                                    

3 დღე ისე გაიწელა თითქოს სამიწელი ყველანი სასტიკად ნერვიულობდნენ, უკვე თვით შუგასაც კი ეტყობოდა ნერვიულობა.

ბოლო ბოლო აზრზე მოვიდა და მისცეს ელენის ნახვის უფლება.

რა თქმა უნდა პალატაში პირველები ბექჰიონი კევინი და ქეითი შეცვივდნენ.

- პატარავ მომენატრე! - ოდნავ უღიმის ბექჰიონი და მის ტუჩებს უყურებს.

- ვინ ხარ?! - გაკვირვებული კითხულობს და ბექჰიონს ხელს ჰკრავს. - სად ვარ?! ის ძუკნა მომკლავს!

- ვისზე ამბობ ელენ? მე ბექჰიონი ქეითი და კევინი შენთან ვართ.

- კევინ! შენ მახსოვხარ! - ოდნავი ღიმილი ეფინება მის სახეს. ბექჰიონი მის სახეს ხელებში იქცევს და სერიოზული ტონით ეკითხება.

- ელენ მართლა ვერ მცნობ?

- არ ვიცი ვინ ხარ გაიწიე! მოიცა.. მოიცა...... შენ ექსოს ბექჰიონი ხარ?! კევინ ის ბიჭია შენ რომ მიყვებოდი ნახეეე!! ვაიმე რა ბედნიერი ვარ ავტოგრაფს მომცემ? - გაბრწყინებული უყურებს ელენი.

- ელენ შენი შეყვარებული ვარ! ექსოს ბექიონი! - ბიჭი ყვირილზე გადადის ნერვიულობით. - როგორ ვერ მცნობ?!

- მეხუმრებით? რომელი წელია?!

- 2018 ელენ! რომელი უნდა იყოს?!

- 2018? მე... 2015 მახსოვს...

- სერიოზულად?! მთელი სამი წელი!

- ენრიკე მცემს გამიშვით! - თითქოს რაღაც ნათდება მის თავში.

- ვინ ჯანდაბაა ენრიკე?! ელენ შენ დაგჭრეს და თავი დაარტყი. ეხლა 2018 წელია მე ბიონ ბექიონი შენი შეყვარებული ვარ. ეს ქეითია შენი არჩეული მოსამსახურე და საუკეთესო მეგობარი! ახლა კორეაში ხარ!

- რა???? - მოსმენილს ვერ იჯერებდა ელენი.

- არაფერი არ გახსოვს? ვინ დაგჭრა არ გახსოვს?

- საერთოდ არაფერი არ მახსოვს! საერთოდ არაფერი! - ყვირილს იწყებს ელენი. - რა გავაკეთო??

My HeroTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon