Chapter 2

2K 123 5
                                    

Katelyn's Pov.

-ჰარი სტაილსი.

თქვა მან, მე გაკვირვებულმა გავხედე.

-არაფერი მსმენია მის შესახებ.

-როგორ თუ არაფერი გსმენია? ეს საქაღალდე გამომართვი, აქ წერია ყველაფერი, აუცილებლად გაეცანი.

-აუცილებლად გადავხედავ, მაგრამ შემდგომ რისი გაკეთება შემიძლია?

-კითხვები უნდა მოამზადო.

მაგიდაზე თითების კაკუნი დაიწყო, რითაც უკვე ჩემი ნერვული სისტემა ნადგურდებოდა.. ყელი ჩაიწმინდა და დაამატა

-დღესვე.

-რაააა? კი მაგრამ ესე უცებ კითხვები როგორ შევადგინო?

-არ მაინტერესებს რაღაც უნდა მოიფიქრო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

-ურიგო არ იქნებოდა ამის შესახებ ცოტა ადრე გეთქვათ!

ყოველნაირად ვცდილობდი თავის გაკონტროლებას, რომ ეს ძუკნა ადგილზე არ მომეკლა!

-მეც ახლახანს მაცნობეს ამის შესახებ. ხვალ უნდა მიხვიდე მის კომპანიაში.

-ხვაალ? კი მაგრამ...

-არავითარი მაგრამ ქეითი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუა და აუცილებლად უნდა აიღო!

მივხვდი რომ ამ საქმეს ვერ ავცდებოდი. საშინლად გაბრაზებული და გაღიზიანებული ვიყავი.

-რა დროისთვის უნდა მივიდე?

-ყველაფერი საქაღალდეში წერია.აბა შენიცი იმედები არ გამიცრუო.

მიპასუხა მან.

-ოდესმე თქვენთვის იმედები გამიცრუებია?

ვკითხე და ირონიულად გავუღიმე.

-სწორედ მაგიტომ აგირჩიე შენ. შეგიძლია წახვიდე, თავისუფალი ხარ.

მითხრა და თავის საბუთებს მიუბრუნდა.

გაღიზიანებული კაბინეტიდან გამოვედი. ღმერთო ჩემო, იმ ბიჭის შესახებ არაფერი ვიცი, გარდა სახელი და გვარისა.

Now It's Time For Love | CompletedWhere stories live. Discover now