Katelyn's pov.
როცა გარეთ გავედი ჰარი მანქანაზე იყო მიყრდნობილი და ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა. როცა დადგა ის მომენტი როცა შემომხედა მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, მუცელი შემეკუმშა. აი ჰარის მზერამ ნამდვილად ამაწითლა.საოცარი მზერით მიყურებდა, თითქის ყველაზე ლამაზი არსება ვიყავი დედამიწის ზურგზე. გაშტერებული ჰქონდა ჩემზე მზერა თითქოს აქ არიყო.
ჩავახველე, რადგან მისი ყურადღება მიმექცია. ის მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია. გულწრფელი ღიმილი ჰქონდა სახეზე აკრული, დიახ ჰარი სტაილსი ცხოვრებაში პირველად მიღიმოდა მთელი გულით მთელი გულწრფელობით და სინაზით. აქ არ იგრძნობოდა არანაირი ცინიზმი, არანაირი ირონია და ქედმაღლობა. ჩემს წინ იდგა ნამდვილი ჰარი სთაილსი, რომელსაც გააჩნია გრძნობები.
-ალბათ რაც არუნდა მომხდარიყო გეტყოდი რომ კარგად გამოიყურები, მაგრამ მართლა არაჩვეულებრივად გამოიყურები.
ასეთი ალოგიკური წინადადება ჰარისგან არასდროს მომისმენია.
-ცდები. ჰარი სტაილსი პირდაპირია, თავის სათქმელს ყოველთვის პირში გეუბნება რამდენადაც მტკივნეული არუნდა იყოს ან პირიქით მართალი ვარ არა?
გავიცინე მან კი უბრალოდ ჩაიღიმა და მითხრა შემდეგი სიტყვები
-ულამაზესი ხარ პრინცესა.
ფეხები ამიკანკალდა, რომ არა მისი დიდრონი ხელის მტევნები ახლა ძირს ვიქნებოდი და ასფალტს დავამშვენებდი.
-გმადლობ ჰაზ.
ვუთხარი და გავუღიმე.
-მაშ, წავედით.
ჯელტმენურად გამიღო წინა კარი, გამეღიმა მის ამ საქციელზე . არ დავაყოვნე და უმალვე ჩავჯექი. მან მანქანას მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა. გავემართეთ იმ ადგილას, რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობია და წარმოდგენა არ მაქვს.
YOU ARE READING
Now It's Time For Love | Completed
AdventurePROLOGUE: Harry Styles - Himself Katelyn Mier - Dasha Dereviankina Beatris Miller - Barbara Palvin Zayn Malik - Himself Louis Tomlinson - Himself Dylan O'brien - Himself Capital Roles: Harry Styles and Katelyn Mier ***