Katelyn's Pov.
ემოციურად საშინლად ვიყავი, ჩემს მდგომარეობას ნორმალური ადამიანის ქმედებას ვერ ვუწოდებდი. ზოგადად დამღალა ყველა და ყველაფერმა. არ მინდა ვარსებობდე. საშინლად არ მინდა, ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა ცხოვრება ჩემს გარეშე, მაგრამ აქ ვარ სამწუხაროდ.
'ძუკნა, თუ მოკვდები ჰარის სხვა გოგონებს უტოვებ?'
თვალები გადაატრიიალა ჩემმა ქვეცნობიერმა, ესღა მაკლდა.
პრინციპში მართალია, რადგან ჰარის სხვა გოგოს ხელში ვერ დავტოვებდი, მითუმეტეს იმ ადალინასთან.
ძალიან მაინტერესებდა ისევ დადიოდა ჰარისთან თუ არა, მაგრამ რასაკვირველია სამსახური აკავშირებთ, ის კი ისეთია ჰარისთან ნახვის საშუალებას ნამდვილად არ გამოტოვებს.
რაზე ვფიქრობ საერთოდ? ჯანდაბამდე გზა ჰქონია ორივეს. სულ ამ ნაგვის ბრალია, ქვეცნობიერი ვიგულისხმე.
დივანზე უაზროდ ვიჯექი, უბრალოდ ვფიქრობდი. სინდისი მქენჯნის, დილანსა და ბეატრისის მიმართ. ისინი ჩემზე ღელავდნენ ყველა შესაძლო ზომას მიმართეს მე კი რა გავაკეთე, მზეუნველობისთვის და სიყვარულისთვის დავუპირისპირდი.
-არა, ასე არაფერი გამოვა.
რამე უნდა მომეფიქრებინა, რომ ჩვენს შორის არსებული კედელი ჩამომენგრია.
საათს დავხედე ჯერ კიდევ შეიძლებოდა საყიდლებზე წასვლა.
***
სახლში დავბრუნდი და ეგრევე დივანზე დავეხეთქე სრული სიტყვის მნიშვნელობით. საშინლად დავიქანცე, არაფრის თავი მქონდა. ორივეს საჩუქარი ვუყიდე. იმედი მქონდა შემირიგდებოდნენ, რადგან მათ გარეშე ჩემს ცხოვრებას არანაირი ხალისი არ აქვს.
ახლა ძილის გარდა არაფერი მინდოდა, ჩემს ოთახში ავედი. შხაპის მიუღებლად ჩავიცვი საღამური და დავწექი. ბალიშზე თავის დადებისთანავე ჩამეძინა.
YOU ARE READING
Now It's Time For Love | Completed
AdventurePROLOGUE: Harry Styles - Himself Katelyn Mier - Dasha Dereviankina Beatris Miller - Barbara Palvin Zayn Malik - Himself Louis Tomlinson - Himself Dylan O'brien - Himself Capital Roles: Harry Styles and Katelyn Mier ***