chapter 3

1.8K 115 1
                                    


Katelyn's Pov.

საშინელი ნივთის მაღვიძარის გამაყრუებელმა ხმამ ოთახი მოიცვა. უკვე იმდენად მეზიზღება ეს ხმა, რომ ალბათ მალე ფსიქიკურად ავადმყოფი გავხდები.

საწოლიდან წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. გავშიშვლდი და წყლის ქვეშ დავდექი. როგორც ყოველთვის ფიქრი დავიწყე..

რატომ არ შეიძლება ჩემს მომაბეზრებელ ცხოვრებაში ერთი დღე მაინც გავიდეს საინტერესოდ და იყოს მრავალფეროვანი?

არ შეიძლება,  რადგან მრავალფეროვნებას მე ვანადგურებ. დილანი და ბეატრისი ჩემი მეგობრები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი ჩემს ცხოვრებაში. ისინი ყოველთვის ცდილობენ დამითანხმონ გართობაზე. მაგალითად გამიყვანონ კლუბში, ბოულინგის სათამაშოდ, საბოლოო ჯამში გასართობად.

მაგრამ არასდროს გამჩენია ამის სურვილი,  მე საშინლად მომაბეზრებელი გოგონა ვარ,  საშინლად ცუდი ხასიათებითn  ეს სიტყვები აღმწერს ზუსტად.

ვცდილობ რომ მთლიანად ჩემს სამსახურზე და პროფესიაზე ვიყო კონცენტრირებული. ერთი სიტყვით საშინლად ერთფეროვანი ცხოვრება მაქვს.

ფიქრებში ისე გავერთე, რომ წყალი უკვე გაციებულიყო. წყალი გადავკეტე და სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული გამოვედი.

საათს დავხედე 11:00-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამზადებლად კიდევ ერთი საათი მაქვს.

კარადასთან მივედი და ჩემს გარდერობს გადავავლე თვალი.. საბოლოოდ არჩევანი თეთრ მთლიან კაბაზე შევაჩერე. კაბა ჩავიცვი, ფეხზე შესაფერისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი და სარკესთან დავჯექი, რათა მაკიაჟი გამეკეთებინა. დღეს რატომღაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ თავს.

ღმერთო დღეს ჰარი სტაილსის ოფისში უნდა წავიდე.. ეს განსაკუთრებული დღეა რადგან ჩვენს სააგენტოს ეს ინტერვიუ ძალიან წაადგება.

Now It's Time For Love | CompletedWhere stories live. Discover now