Chapter 18

1.3K 84 1
                                    

Katelyn's pov.

მისტერ უჯენლტმენესობას სახლში მივყავარ. ყბა დაჭიმული აქვს, საჭეს მაგრად უჭერს ხელს ამავდროულად მკვლელ მზერას არ მაშორებს,  მეშინია ხელში არ შემოვაკვდე.

მე უნდა ვიყო გაბრაზებული მასზე და არა ის.

-ველოდები როგორ ამიხსნი რამოდენიმე წუთის წინ მომხდარ ინციდენტს.

ვუთხარი გაბრაზებულმა და ხელები გადავიჯვარედინე

-ჩუმად.

მკაცრი სახით შემომხედა და თითი ტუჩზე მომადო.

-ვერ გამაჩუმებ, სრულიად უსაფუძვლოდ გააგდე სამსახურიდან ის ბიჭი.

ჰარიმ მრისხანედ შემომხედა და მანქანა უცებ დაამუხრუჭა.
მანქანიდან გადმოვიდა და ჩემს მხარეს წამოვიდა, მანქანიდან გადმომიყვანა და მასზე მთელი ძალით ამაკრო. ტკივილისგან სახე დავმანჭე ფსიქოფატია, ნამდვილი არანორმალური!

მთელი სხეულით მომეკრო, თმებში ხელი შემიცურა და მაგრად მომიჭირა

-გაინტერესებს არა რატომ გავაგდე?

ხმა კიდევ უფრო დაბოხებული ჰქონდა და სიბრაზით ჰქონდა გაჟღენთილი.

-არავის არ აქვს უფლება ჩემს საკუთრებას შეეხოს, შენ მხოლოდ ჩემი ხარ!

მითხრა და ყურის ბიბილოზე მიკბინა.

-გეფიცები გიჟი ხარ, ნორმალური ადამიანის ნატამალიც არ გაგაჩნია.

თავი გავაქნიე და სრულიად დარწმუნებულმა ვუთხარი ბოლოს კი დავამატე

-შენი არ ვიქნები არც თავში, არც შუაში და არც ბოლოს!

ნეტა ეს არ მეთქვა, კიდევ უფრო მომეკრო. თვალები ჩაუშავდა, მოულოდნელად გამოჩნდა DARK STYLES . გულწრფელად შემეშინდა, ძალიან საშიშად გამოიყურებოდა.

-ჰარი.

შეშინებულს აღმომხდა
წელზე ხელი მაგრად მომხვია და ამჯერად ის მიეყრდნო მანქანას. ჩემი სხეული კი წინიდან აიკრო. ხელები უკანალზე მაგრად მომიჭირა, ცალ ხელზე გადამაწვინა თავი კი მის მხარზე მედო, ყოველნაირად მასში ვიყავი ახლართული.
უხეშად დაატარებდა ხელს ჩემი სხეულის ნებისმიერ ადგილას, უხეშად მეფერებოდა.

Now It's Time For Love | CompletedDonde viven las historias. Descúbrelo ahora