Katelyn's pov.
დილით საკმაოდ ბედნიერს გამეღვიძა, მაგრამ თვალის გახელას არ ვჩქარობდი. მინდოდა ჩემს ბიჭს ჩავხუტებოდი, მაგრამ ხელით მოვსინჯე ის აქ არ იყო. თვალები გავახილე ძალიან გაკვირვეული ვიყავი, სად წავიდა. ტუმბოზე პატარა კონვერტი შევამჩნიე ავიღე
"მაპატიე, საქმეები გამომიჩნდა, არ მოიწყინო პატარავ, მიყვარხარ" H.
კარგი რა ჰარი, არადა როგორ მინდოდა ჩემს დაბადების დღეზე სწორედ ის დამენახა პირველი. ეს ხომ ჩემი პირველი დაბადების დღე იყო ჰარისთან, მაგრამ მან არიცოდა რომ დღეს დაბადებისდღე მქონდა, გული მეტკინა.
წამოვდექი და ჩავიცვი. 27 ოქტომბერია, დღეს 23 წლის გავხდი მართლაც რა მალე გადის დრო.
კარზე ზარის ხმა გაისმა კიბეები ჩავირბინე და გავაღე. იქ კი მთელი გუნდი დამხვდა. დაბადების დღის მისალოცი სიმღერა მიმღერეს შემდეგ კი ტორტიც ჩავაქვრე
-გილოოოოოცაავთ.
დაიყვირეს ერთხმად.-უკვე საკმაოდ დიდი ბუსო ხარ.
მითხრა დილანმა და ხელები მომხვია.
-ჩემი დიდი და მაგარი გოგოო გილოცაავ.
მითხრა ბეატრისმა და მაგრად ჩამეხუტა.
-დიდი მადლობა ყველას.
ყველანი არაჩვეულებრივად ვერთობოდით. ეს დღე სამუდამოდ ჩავიბეჭდე გონებაში. ჰარის ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა.
-ძალიან სერიოზული საქმე მაქვს ქეით, არ მინდა განერვიულო მაგრამ უნდა წამომყვე.
სერიოზული ტონით მითხრა ლუიმ.
-ლუი რა მოხდა? ჰარი სად არის? მას ეხება არა? რა დაემართა?
უკვე ძალიან დამეტყო რომ ვღელავდი.
-ყველაფერს მალე გაიგებ.
***
მანქანით მომიყვანა ტრიალ მინდორზე, სადაც ვერტმფრენი იდგა. რა ჯანდაბა ხდება, არვიცი რა მოხდა ლუიმ იმ ვერტმფრენში მომათავსა იქ კი ჰარი დამხვდა.
YOU ARE READING
Now It's Time For Love | Completed
AdventurePROLOGUE: Harry Styles - Himself Katelyn Mier - Dasha Dereviankina Beatris Miller - Barbara Palvin Zayn Malik - Himself Louis Tomlinson - Himself Dylan O'brien - Himself Capital Roles: Harry Styles and Katelyn Mier ***