Chapter 8

1.4K 97 3
                                    

Katelyn's pov.

-ქეითლინ, იმედია არ ფიქრობ რომ ეს ნამდვილი პაემანია.

ირონიულად მითხრა ჰარიმ.

თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
ფეხზე წამოვდექი, ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ გავემართე.

მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ის ნაბიჭვრის ტიტულის მფლობელი იქნებოდა მთელი მისი ცხოვრება.

მოულოდნელად მკლავში ჩამავლო ხელი და მისკენ მიმატრიალა.

-შენი აზრით რას აკეთებ ქეითლინ?

ამომიღრინა ჰარიმ, თან ხელებს უფრო და უფრო მიჭერდა მკლავზე.

-ჰარი გამიშვი მტკივა.

მანაც ხელი მოადუნა.

-ნაბიჭვარი,მექალთანე ხარ. ურცხვად მოდიხარ მკოცნი, დამცინი და ჩემით ერთობი!

დავუყვირე, მან კი პირზე ხელი ამაფარა, რომ ხმას შიგნით არ შეეღწია.

-ქეითლინ, პირველ რიგში სიტყვები შეარჩიე და კარგად დაფიქრდი ვის ელაპარაკები!

-აჰჰ როგორ დამავიწყდა, თვით მისტერ სტაილსი დგას ჩემს წინ და როგორ შეიძლება ვინმემ წინააღმდეგობა გაუწიოს მას..

ირონიულად ვუთხარი, მან კი ტუჩები მაჯახა სრული სიტყვის მნიშვნელობით. რატომღაც მეც ავყევი კოცნაში, მაგრამ მოულოდნელად მომშორდა და სატანურად გაიღიმა.

-ურცხვად მოვდივარ, გკოცნი და შენც მყვები ქეითლინ.

მეუბნებოდა და სატანურად იცინოდა.

-ნაბიჭვარიი.

არ მიტირია სხვა სულელი გოგონებივით. წასვლა ვცადე,  მაგრამ მან ისევ ჩამავლო მკლავში ხელი.

-ჩვენ აქ დავრჩებით!

მითხრა მკაცრად და ყელში მაკოცა.

-ჟურნალისტო, შენთვისვე აჯობებს არ შემეწინააღმდეგო.

-მემუქრები?

ზიზღით შევხედე

-გაფრთხილებ ლამაზო.

მე ღრმად ჩავისუნთქე და ხელები მოვმუშტე, თითქოს მოვერეოდი ისე.
მან წელზე ხელი მომხვია და შემდგომ ისევ ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით.

Now It's Time For Love | CompletedDonde viven las historias. Descúbrelo ahora