Chapter-21

1.3K 80 7
                                    

Harry's pov.

-Mother Fucker.

დავიღრიალე და მაგიდა გადავაბრუნე. ყველაფერს ვლეწავდი, რაც ხელში მხვდებოდა.
უკანასკნელი ყ**ც არ მოექცევა გოგონას ისე, როგორც მე ქეითლინს მოვექეცი.

ვისკის ბოთლი მეჭირა ხელში და ვსვამდი.

-ნაბიჭვარო!

საკუთარ თავს შემოვუძახე და ბოთლი კედელს მივაფშვენი.
ანგელოზი მყავდა გვერდით მე კი ის გავუშვი, ჩემი ახვრული საქციელის გამო ისევ და ისევ.

სეიფთან მივედი და სპეციალური კოდი ჩავწერე, სადაც საჭირო დოკუმენტებს ვინახავდი. ასევე იქ იდო ისეთი რაღაც,  რაც იყო სინათლე ჩემს ბნელ მხარეში.

იქიდან კი ქეითლინის ფოტო ამოვიღე, რომელიც მისი ალბომში იდო. აქ ის იცინოდა და იყო ბედნიერი.

ვუყურებდი და ვხვდებოდი ვერცერთ ქალს ვერ შევხედავდი ისე, როგორც მას.

ამოუცნობი მარგალიტი იყო,
სიცოცხლე ფეთქავდა ამ ქალში.
უცნაური გრძნობა მეუფლება, რასთანაც კაცებიც კი უძლურნი ვართ.

სულ დამაბნია ამ გოგომ, რაღაც სენტიმენტალურ არსებად მაქცია.

მაღელვებს ეს ჟურნალისტი.
მაღელვებს მისი მდგომარეობა და მისი დაკარგვის შიში.
მაგრამ მე ის უკვე დავკარგე.

სირი ხარ სტაილს, სირი.

-იფიქრე, იფიქრე.

საფეთქელს ვიზელდი, თავი სადაცაა გამისკდებოდა.

ჩემივე დაშვებული შეცდომა მე უნდა გამოვასწორო.

-მოვდივარ პატარავ, ხელს ჩაგკიდებ და აღარასოდეს გაგიშვებ.

მოაცმელი ავიღე და კარი გამოვაღე. იქ კი ადალინა დამხვდა. თავი მობეზრებულად გავაქნიე

-არ მომესალმები ჰარი.

ძალიან გამომწვევად ეცვა. მკერდი კი მთლიანად გარეთ ჰქონდა.

-გამატარე, შენთვის არ მცალია.

-ისევ მაგ ძუკნასთან მიდიხარ ასეა არა? ჰარი როგორ არ გესმის, ის გოგო შენზე ზეწოლას ახდენს.

Now It's Time For Love | CompletedWo Geschichten leben. Entdecke jetzt