chapter 6

1.7K 111 1
                                    

Katelyn's Pov.

ერთი დღე ძალიან მალე გავიდა და ძალიან უინტერესოდ. დღეს არის დღე, როდესაც ჰარი სტაილსი ჩემს ოფისში მოდის. ნამდვილად ვნერვიულობ ძალიან.

მეტყობა კიდევაც, რადგან ჯერ მხოლოდ შვიდი საათია, მე კი ამ ფიქრებისგან თვალები მაქვს დაჭყეტილი.

ავდექი და სააბაზანოში შევედი.
დიდი ხანი ვინებივრე, მერე კი გამოვედი პირსახოც შემოხვეული და კაბის არჩევა დავიწყე.

ამ დროს გაისმა ტელეფონის ხმა, ასეთ დროს ნეტავ ვინ უნდა იყოს.

ტელეფონის ეკრანს დავხედე და გავიცინე,  ვინ უნდა იყოს თუ არადა არანორმალური დილანი.

სენსორს ხელი გადავუსვი და ვუპასუხე.

-არანორმალუროოო, ასეთ დროს რატომ რეკავ?

გავიცინე და მის პასუხს დაველოდე.

-ამდენ ტლიკინს სჯობს კარი გაგვიღო.

თქვა და ტელეფონი გათიშა.

რა, აქ არიან?
მალევე გავიაზრე რომ პირსახოცის ამარა ვიყავი. ხალათი ჩავიცვი და ქვემოთ ელვისს სისწრაფით ჩავირბინე, შემდეგ კი ძლივს კარი გავაღე.

-ჰეიიი.

თქვა ბეატრისმა და ჩამეხუტა, მეც მოვხვიე ხელები.

-იკადრო იქნებ და მეც ჩამეხუტო.

დილანმა თქვა  და თვალები აატრიალა.

გავიცინე და მასაც ჩავეხუტე ძალიან მაგრად, თან თმებს ვპუტავდი ორივეს.

-ქაჯიი.

მე ენა გამოვუყავი.

-დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ასე რომ ძალიან კარგად უნდა გამოიყურებოდე.

ეშმაკური ღიმილით მითხრა ბეატრისმა.

-და როდის არ გამოვიყურებოდი?

თავდაჯერებულად გავუღიმე

-სანამ თქვენ კინკალობთ, მე წავალ ჩემს გოგოს დავურეკავ.

-შეენს გოგოს? მოიცა რამე გამოვტოვე?

გაოცებულმა ვთქვი

Now It's Time For Love | CompletedWhere stories live. Discover now