Katelyn's Pov.
-მე უნდა წავიდე.
შემოვბრუნდი, ამ დროს მკლავში ხელი ჩამავლო მის სხეულს ამაკრა და მოწყურებული დაეწაფა ჩემს ტუჩებს.
კოცნაში დაუფიქრებლად ავყევი, როცა გავიაზრე რას ვაკეთებდი ცრემლები წამომივიდა და მოვშორდი.
ყოველშემთხვევაში ვცადე.
-ეს შეცდომა, შენ მატყუებ. შენ შენ ნაბიჭვარი ხარ!
ტირილით ვეუბნებოდი
-პატარავ გთხოვ ნუ ტირი.
-თავი დამანებე.
მან ჩემი ჩახუტება სცადა, მაგრამ საგრძნობლად ვუწევდი წინაამდეგობას, მაგრამ ის მაინც არ მიშვებდა ხელს, საბოლოოდ მეც დავნებდი და მაგრად მოვეხვიე,ისევე როგორც მან.
ერთმანეთს ვგრძნობდით თითქოს ერთი მთლიანი ნაწილი ვიყავით. მის გულისცემას ვგრძნობდი. ახლა გავაანალიზე რა იდიოტიზმი ჩავიდინე. მის ამ გულწრფელობას და იმ მხარეს, რომელიც მხოლოდ მე დამანახა ხაზი გადავუსვი, მაგრამ ის მაინც თავისებურია. არვიცი რა გზას მივმართო გაურკვევლობაში ვარ, ღმერთო დამეხმარე გთხოოვ!
ჰარის არ მოვუშორებივარ ან მე არ ვუშვებდი ხელს, ყოველშეთხვევაში ორივე ვარიანტი ჭეშმარიტი იყო.
ფეხები მარტივად მის წელზე შემომაწყობინა და სახლისკენ დაიძრა.
თან ყურში სასიამოვნოდ მელამუნებოდა მისი რიტმული სუნთქვა, აჩქარებული გულის სცემა. ყველაფრის შერწყმას კი გასაოცარი დეფექტი ჰქონდა.
ჰარიმ თავისი ოთახის კარი გააღო და საწოლზე დამაწვინა.
-უკეთ ხარ?
თბილი ტონით მკითხა-კარგად ვარ, მადლობა.
ის საწოლის კიდეზე იჯდა, ჩემთან ძალიან ახლოს.
-მოდი ახლა დავიძინოთ, კარგი?
-შენც აქ იძინებ?
-რა თქმა უნდა ქეითლინ, ბოლოს და ბოლოს აღარ უნდა დამთავრდეს ამ თემაზე კამათი?
ESTÁS LEYENDO
Now It's Time For Love | Completed
AventuraPROLOGUE: Harry Styles - Himself Katelyn Mier - Dasha Dereviankina Beatris Miller - Barbara Palvin Zayn Malik - Himself Louis Tomlinson - Himself Dylan O'brien - Himself Capital Roles: Harry Styles and Katelyn Mier ***