Katelyn's pov.
-არა, ეს ვარგა ქეითი.
მითხრა ბეტიმ და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
მე იმედის თვალით შევხედე დილანს რომელიც თავით იყო ტელეფონში ჩამძვრალი და საერთოდ არ აინტერესებდა სიტუაცია რაშიც ვიმყოფებოდით.
-დილან ახლავე დაანებე ტელეფონს თავი, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
საშინლად ვიყავი. ნერვების სრულ აშლამდე არაფერი მაკლდა.ორ საათზე მეტია აქ ვართ. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ავარჩიე ვერაფერი.
-ორი საათია აქ ვართ და ჯერ კიდევ არაფერი გაქვთ არჩეული და კიდევ მე მსაყვედურობ?
თავი გადააგდო დილანმა სადაცაა ჩაეძინება.
-პრინციპში ვეთანხმები, ბეატრისს.
დავიწუწუნე და კაბების მეორე განყოფილებისკენ გადავინაცვლე, იქაც ვერაფერი ვნახე.
ბეტის მოესწრო უკვე ლამაზი მდელოსფერი კაბის შეძენა და ამავდროულად შეფუთვაც კი. მე როგორც ყველაზე მოუქნელ არსებას დედამიწის ზურგზე უაზროდ დავდივარ და ვათვალიერებ გარშემო ყველაფერს, მაგრამ არაფერი არ მომწონს. ზოდიაქოთი მორიელი ვარ. ალბათ ეს იწვევს იმას რომ ასეთი ჯიუტი და წუნია ვარ.
ახლა სახლში მივდივართ,რადგანაც უკვე მხოლოდ და მხოლოდ ერთი საათი რჩება ვახშმამდე, მე ჩემს გარდერობში მომიწევს რამე სახარბიელოს პოვნა.
ორივე ჩემს სახლში წამოვიდა, ვაიძულე დარჩენილიყვნენ და აქ მომზადებულიყვნენ, თვითონაც გაანალიზეს რომ ჩემი მარტო დატოვება არ იყო სახარბიელო.
-იმედია თქვენ თავს მიხედავთ. მე კი რამეს მოვძებნი.
ჩემს ოთახში ავედი და კარი მივიჯახუნე.
სულელი ვარ, სულელი.
თავი ავწიე და დიდი თეთრი ყუთი დავინახე, რომელიც ჩემი საწოლის ბოლოში იდო. ლურჯი ლამაზი ბაფთით იყო შეკრული. ფრთხილად ვხსნიდი, ცნობისმოყვარეობით არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. გულის სიღრმეში ვიცოდი ვის ეკუთნოდა ეს.
ყუთი გავხსენი იქ კი შავი ულამაზესი ნაჭერი იყო. ამოვიღე და გაოცებული დავრჩი.
YOU ARE READING
Now It's Time For Love | Completed
AdventurePROLOGUE: Harry Styles - Himself Katelyn Mier - Dasha Dereviankina Beatris Miller - Barbara Palvin Zayn Malik - Himself Louis Tomlinson - Himself Dylan O'brien - Himself Capital Roles: Harry Styles and Katelyn Mier ***