Katelyn's pov.
დილით თვალები მძიმედ გავახილე. თითქოს ძალიან დიდი ლოდი მედო ქუთუთოებზე. თავი საშინლად მტკიოდა. ოდნავ წამოვჯექი და ხელები თავზე შემოვიწყვე.
შიშველი რატომ ვარ? გვერდზე გავიხედე და ნამძინარევი ჰარი დავინახე. ერთი წუთით არაფერი მახსოვს გუშინ რამოხდა ერთი წუთით არა ღმერთო რასაც მე ვფიქრობ ეგ არა გთხოვ. კედელთან მიმიწყვდია მაკოცა და ნაზად შემეხო სხეულის ყველა ადგილას და ჩვენ ღმერთო ერთად ვიწექით. მე ეს გავაკეთე, ამდენი წლის ნალოლიავები ქალიშვილობა ჰარი სტაილს ეკუთვნოდა. ამას არ ვნანობდი მაგრამ იყო პრობლემა რომელიც მანადგურებდა, ყველაზე საშინელი რამ მოხდა ჩემს თავს, ჰარი სტაილსი შემიყვარდა დიახ, შემიყვარდა. მას დავხედე დავიჯერე რომ ანგელოზები ნამდვილად არსებობენ. ცრემლები გაუჩერებლივ მდიოდა მე მას არასდროს შევუყვარდები. თუ აქამდე ვფიქრობდი რომ ჩემზე რთული ადამიანი არ არსებობდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი არსებობს ჩემზე ბევრად რთული ადამიანი ეს ხომ ჰარია. ის მექალთანეა, შესაძლოა გამომიყენა და მიმაგდო. ხომ მიიღო ის რაც უნდოდა ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ მან ხომ თავისი რეალური სახე დამანახა?
ის ხომ ასეთი ტკბილი იყო?ჯანდაბა ავირიე, მე მეშინოდა, მე მისი დაკარგვის მეშინოდა. მეშინოდა იმ გოგოების რიცხვს არ შევმატებოდი, რომელიც ჰარიმ ერთ ღამეში იხმარა, შემდეგ კი მიატოვა. ვტიროდი, აქ ვერ გავჩერდები.
ზეწარი სხეულზე მოვიხვიე, ტანსაცმელი ავკრიბე და უცებ ჩავიცვი.
კართან მივედი, მაგრამ შემოვბრუნდი და ჰარის შევხედე.
ჩემს მაგივრად ბალიში ჰყავდა ჩახუტებული ჩემი ცრემლები გაორმაგდა.
-მიყვარხარ.
ვთქვი ჩუმად იმდენად რომ მეც ძლივს გავიგე.
თანაც ეს ყველაფერი ჩემს სახლში მოხდა ჯანდაბა.
საათს დავხედე სამსახურში მაგვიანდებოდა, საშინლად არ მქონდა იმის სურვილი რომ ის გარემო მენახა და წავსულიყავი. მაგრამ ვიქტორიას ყურამდე რომ მისულიყო ეს ამბავი არ მაწყობდა თან ისეთ გუნებაზე ვარ გავგლეჯდი ან პედოფილიზმს მივმართავდი. რას ვამბობ მე თვითონაც არვიცი.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Now It's Time For Love | Completed
MaceraPROLOGUE: Harry Styles - Himself Katelyn Mier - Dasha Dereviankina Beatris Miller - Barbara Palvin Zayn Malik - Himself Louis Tomlinson - Himself Dylan O'brien - Himself Capital Roles: Harry Styles and Katelyn Mier ***