Chapter 25

1.2K 78 1
                                    

Katelyn's pov.

ლოგინზე დამაწვინა, თვითონ კი ჩემს ზემოდან მოექცა. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს კვლავ შეეწება და ისეთი გრძნობა სუფევდა თითქოს ერთი მთლიანობა ვიყავით.

-მაგიჟებ ქეითლინ.

კოცნებს შორის ჩუმი, ბოხი და სექსუალური ხმით ჩამჩურჩულა. ტუჩების შემდეგ ყელში ღვთაებრივი მოძრაობების კეთება დამიწყო. არვიცი რა მემართებოდა, საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი.

-ააჰ.

ამოვიკვნესე ტკივილისგან, ის ზასოს მიტოვებდა ყელში ამავდროულად კი მკბენდა. როცა "საქმეს" მორჩა ამაყად დახედა თავის ნამუშევარს, შემდეგ კი ჩალურჯებაზე მაკოცა.

-გიხდება, არ დაიფარო.

თავდაჯერებული ღიმილით მითხრა და ლოგინიდან წამოდგა. მე კი პარალიზებული დამტოვა ლოგინზე, ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარიყავი რა ხდებოდა ჩემს თავს. ვიცვლებოდი ეს კი საშინლად არ მომწონდა. სანამ ოთახიდან გავიდოდა ისიც მითხრა

-ხალხს ეცოდინება რომ შენ მხოლოდ ჩემი ხარ.

ყურის ძირში მაკოცა და ოთახიდან გავიდა.

მე კი დადებილებული დამტოვა. რა ჯანდაბა გავაკეთე ცოტახნისწინ? არვიცი რახდება, მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს პროგრესი არ არის.

სააბაზანოში შევედი, ონკანი მოვუშვი და სახეზე წყალი შევისხი. გამოფხიზლება არ მაწყენდა. ლოყები სულ გაწითლებული მქონდა, თმები არეული. მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. ჰარი ვერსად ვნახე.

-ჰარიი

დავიყვირე. ამხელა სახლში ვარაუდი გამომელია სად შეიძლება ყოფილიყო ის.

-აქ ვარ ქეითლინ.

მისი კაბინეტიდან მომესმა ხმა. მეც დაუყონებლივ შევედი (dirty mind 🤣) ოთახში. საბუთებში იყო ჩაფლული.

-ბევრი საქმე გაქვს?

ვთქვი და მაგიდაზე შემოვჯექი ფეხების ქნევა დავიწყე იქით-აქეთ.
ჰარიმ ქვემოდან ამომხედა მე კი კინაღამ სული განვუტევე, ტუჩის კუთხე ჩატეხა და ბარძაყზე ხელი მომიჭირა.

-არა.

მოკლედ მომიჭრა გაკვირვებულმა გავხედე, ამ დროს ხომ ჩვეულებრივ ბევრი შეხვედრა აქვს, ის ხომ ჰარი სტაილსია.

-როგორც ვიცი დღეს შეხვედრა გაქვს.

-ყოველთვის შეიძლება მისი გადადება, ხალხს მოცდა შეუძლია.

გამიღიმა და თმები გადამიწია, ჩალურჯებაზე მაკოცა.

-წამოდი.

ხელი ჩამკიდა და ოთახიდან გამიყვანა. ჩვენს ახლართულ ხელებს დავხედე, წამით გავიფიქრე ჩემი ცხოვრება მის გვერდით ყველაფერი წარმომიდგა წინ და ბედნიერი ვიყავი, უცნაურია ბედნიერი ვიყავი იმ ილუზიით, რომელიც არიყო ოცნება და არც ეწერა მას ახდენა.

ჰარიმ ბაღში გამიყვანა

-აქ დამელოდე.

მითხრა და აქ დამტოვა, თვითონ კი სპეციალურ ოთახში შევიდა,  რომელიც როგორც ვიცი ყვავილებისთვის არის განკუთვნილი.

ეს ადამიანი დღითიდღე მაოცებს. შეუძლებელია ვინმე, მითუმეტეს ბიზნესმენი და ამასთანავე ჰარი სტაილსს ასე უყვარდეს ყვავილები და თავს ევლებოდეს, სიმართლე რომ ვთქვა უცნაურია.

მალე ისიც დაბრუნდა პატარა ქოთნით ხელში, რომელშიც ულამაზესი ყვავილი იყო დარგული.

-ეს სულანჟია, ფოთოლმცვენი მაგნოლია. ადრე გაზაფხულზე, სანამ ფოთოლს გამოიტანს, სულ ყვავილებით გადაიპენტება და ძალიან ეფექტურია.
ამ ყვავილს დიდი ისტორია აქვს, ძალიან ლამაზი და განსაკუთრებულია ჩემთვის, მინდა რომ შენ გქონდეს. მინდა რომ მოუარო, გაუფრთხილდე.

-ჰაზ რა მოხდა? რამე მოგონებას გიღვიძებს?

-ბებიას უყვარდა ძალიან, განსაკუთრებით უვლიდა, ეს ყვავილი სიყვარულის სიმბოლოა, ბაბუამ აჩუქა მას და ყოველთვის განსაკუთრებულად და სათუთად ეპყრობოდა.

-მე რატომ მჩუქნი თუ შენთვის ასეთი განსაკუთრებულია ჰაზ?

-ჩემთვის განსაკუთრებული ქალი ხარ ქეითლინ.



დიდ ბოდიშს გიხდით რომ ამდენი ხანი ახალი თავი არ დამიდია. ფიზის ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და სულ ავიცრუე გული ყველაფერზე, ბოდიშს ვიხდი ვეცდები კალაპოტში ჩავდგე და ჰო აზრი დააფიქსირეთ ❤️

Now It's Time For Love | CompletedWhere stories live. Discover now