chapter 7

1.7K 94 8
                                    

Katelyn's Pov.

გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილზე და ტუჩებზე ვისვამდი ხელს. ნაბიჭვარი,  როგორ შეუძლია ასეთი მოძალადე იყოს როგორ. მაგრამ ვაღიარებ რომ ეს მეც მინდა, მინდა მასთან სიახლოვე. ჯანდაბა ბიჭის მიმართ დამოკიდებულებაღა მაკლდა!

დავჯექი და ხელით საფეთქლის დაზელვა დავიწყე. ვცდილობდი თითოეული დეტალი ჩემს გონებაში კარგად გადამეხარშა. კი მაგრამ პაემანზე რატომ მპატიჟებს? ჩვენ ორი დღეც არაა რაც ერთმანეთს ვიცნობთ! მეეჭვება ჩემს მიმართ ჰქონდეს გრძნობები რა თქმა უნდა გულზე არც მე მეხატება უბრალოდ ის ძალიან სიმპატიურია და მომხიბვლელი. ლოგიკურია ჩემი ყურადღებაც რომ მიიპყრო. მაგრამ რაც არუნდა მოხდეს არ მივცემ ჩემი გამოყენების უფლებას.  მე ქეითი ვარ და არა რომელიმე მისი იაფასიანი კახპა. თავი საშინლად მტკიოდა, უჯრა გამოვაღე და იქიდან თავის ტკივილის წამალი გადმოვიღე, შემდეგ კი დავლიე იმის იმედით რომ ოდნავ მაინც გამიყუჩებდა ტკივილს.

დილანი და ბეატრისი შემოვარდნენ. როგორც ყოველთვის მათი რეაქცია ახლაც იგივე იყო. სიგიჟე კივილი აღფრთოვანება და ა.შ

-გთხოვთ ნუ ყვირით, ისედაც თავი მისკდება.

ვუთხარი და დავიმანჭე

-რაღას უცდი, ყველაფერი მოგვიყევი.

მოუთმენლად მითხრა ბეატრისმა

-კარგით რაა, არაფერი განსაკუთრებული.

არაფერი განსაკუთრებული? სერიოზულად ქეით? ზოგჯერ ჩემი თავის მართლა ძალიან მიკვირს.

-იცოდე..

-ჩვეულებრისამებრ ავიღე ინტერვიუ წარმატებულად.

-და?
თქვა დილანმა და ეშმაკურად გამიღიმა, როგორც ყოველთვის.

-პაემანი დამინიშნა დღეს საღამოს.

ვთქვი და მათ რეაქციას დავაკვირდი, რომელიც დაახლოებით ასეთი იყო: შოკური მდგომარეობა.

Now It's Time For Love | CompletedWhere stories live. Discover now