Katelyn's pov.
ულამაზესი ადგილი იყო, სადაც ჰარიმ მომიყვანა. საოცარი ხედი გადაიშალა ჩემს წინ, მთელი ლონდონი ხელისგულივით მოჩანდა. ყველაფერი განათებული იყო, ლონდონის სილამაზე ახლა უფრო მშვენიერად აღვიქვი. აქ მხოლოდ ერთი ხე იყო ტრიალ მინდორზე და გზა აქეთ კი სადაც ვიდექით ერთი ხე.
-ძალიან ლამაზია აქაურობა ჰარი.
აღტაცებულმა ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე, რადგან შემცივდა. ჰარიმ თავისი ჟაკეტი მომახურა ჯელტმენურად.
-კი მაგრამ შენ გაიყინები.
-არაფერი მომივა, მამაკაცი ვარ.
მითხრა და ლოყაზე მაკოცა. მეც კარგად მოვიხურე მის მიერ მოცემული ჟაკეტი, რომელსაც საოცარი სურნელი ჰქონდა, ჰარის სურნელი.
ლამაზ ხედს დავუწყე ყურება.
-აქ მაშინ მოვდივარ, როცა მარტო ყოფნა მინდა და უბრალოდ ფიქრი ყველაფერზე. არავინ იცის უკვე შენს გარდა.
ხეს თავი მიადო და წამოწვა, ხელები კი თავქვეშ ამოიდო. ძალიან გაკვირვებული ვიყავი
-აქ მე რატომ მომიყვანე?
-აი ეგ არ მკითხო, რადგან პასუხი მე თვითონაც არ ვიცი.
გავიღიმე, რადგან ჰარი იცვლებოდა, მისი დამოკიდებულება იცვლებოდა ჩემს მიმართ და აგრეთვე ვიცვლებოდი მეც. მეც გვერდით მივუწექი და თავი მის მკერდზე დავდე, მანაც ცალი ხელი შემომხვია და თავზე მაკოცა.
ხმას არ ვიღებდით, ამ სიჩუმეს ყურადღებით ვუსმენდით და ვცდილობდით მდუმარებაში სიტყვები გაგვერჩია.
-ბედისწერის გჯერა?
ვკითხე ჰარის.
ჰარიმ ზემოდან დამხედა და გაიცინა-ასეთ სულელურ შეკითხვას თქვენგან არ ველოდი მის.
-შეიძლება, მე პირდაპირ გეტყვი არ მჯერა.
მეგონა გაოცებული მზერით შემომხედავდა, რადგან ჩემი ასაკის გოგონები ზედმეტად დაინტერესებულები არიან თავიანთი "ბედისწერით". მაგრამ ამ გრძნობის ნატამალიც კი ვერ შევნიშნე მის სახეზე.
YOU ARE READING
Now It's Time For Love | Completed
AdventurePROLOGUE: Harry Styles - Himself Katelyn Mier - Dasha Dereviankina Beatris Miller - Barbara Palvin Zayn Malik - Himself Louis Tomlinson - Himself Dylan O'brien - Himself Capital Roles: Harry Styles and Katelyn Mier ***