Chapter 16

1.4K 86 1
                                    

"-ანგელოზი ხარ ქეითლინ."
-"ჩემი ანგელოზი კი შენ ხარ ჰაზ.

ჩემი გონება მონუსხული იყო სიტყვების კომბინაციით, რომელმაც ჰარიმ გაიმეტა ჩემთვის. მან მე ანგელოზი მიწოდა და მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ვარ ბედნიერი.
ახლა სამსახურში ვარ. გაშტერებული ვზივარ და სულელივით ვიღიმი. არ ვაქცევ ყურადღებას დილანს და ბეატრის, რომელიც ჩემს კაბინეტში არიან.

-ბუსოოო.

ყურში ჩამყვირა დილანმა შიშისგან დავიყვირე

-შენ საერთოდ ნორმალური ხარ?

დავუყვირე და თავში წამოვარტყი ხელი

-გასაგებია შენს მაჩოზე ფიქრობ, მაგრამ ჩვენც მოგვაქციე ყურადღება.

გაიცინა ორივემ
ორივე აღფრთოვანებული იყო გუშინდელი ვახშამით, უფრო ჰარის ჯენლტმენურობით.

-ანგელოზი მიწოდა.

თავი ჩავხარე და ბედნიერმა გავიღიმე

-რააააააააააააა?

-ჰო ააა საშინლად ბედნიერი ვარ.

დავიყვირე და ორივეს ჩავეხუტე

-ნამდვილი  იდიოტი გახდა.

თავი გააქნია დილანმა.

-სიყვარულმა იცის.

თქვა ბეატრისმა, სახე დავასერიოზულე.

-საკმარისია, არანაირი სიყვარული არ არსებობს ჩვენს შორის.

არასდროს მიფიქრია ამ თემაზე. რასაც მე ვგრძნობ არვიცი რა დავარქვა, მაგრამ ეს არ არის სიყვარული. დარწმუნებული ვარ.

-ხანდახან ძალიან მინდა სახე გაგილამაზო.

თვალები გადავატრიალე

-ამ საბუთებს შეგიძლიათ მიხედოთ? უნდა გავიდე საქმე მაქვს.

ლეკვის თვალებით შევხედე ორივეს

-შეგიძლია მომიკითხო ეგ საქმე.

თვალი ჩამიკრა დილანმა.

Now It's Time For Love | CompletedDonde viven las historias. Descúbrelo ahora