Katelyn's Povმაღვიძარის მომაბეზრებელი ხმა ისმის ოთახში, რაც მაიძულებს ორგანიზმი გამოვიყვანო ძილის სტადიიდან.
თვალები გავახილე და ხელებით ტუმბოზე მდგარი მაღვიძარის ძებნა დავიწყე, რაც
საბოლოო ჯამში გამომივიდა და გამოვრთე.-ჯანდაბა რა ვქნა რომ საშინლად მეძინება?
ამოვიბურტყუნე და თავი ბალიშში ჩავრგე, მაგრამ ელვის სისწრაფით წამოვხტი, როცა გავაანალიზე რომ სამსახურში უნდა წავსულიყავი.
საათს როცა დავხედე შვებისგან ამოვისუნთქე, ჯერ კიდევ ერთი საათი მქონდა წინ.
ეგრევე სააბაზანოში შევტანტალდი. ტანსაცმელი გავიხადე და ცხელ წყალს მივაშურე ჩემი სხეული. საშინლად მსიამოვნებს ეს მომენტი და ისიც რომ მაგ დროს ვფიქრობ ყველა და ყველაფერზე.გაინტერესებთ სად ვმუშაობ?
მე ჟურნალისტი ვარ. ეს ის პროფესიაა, რომელიც ყოველთვის მინდოდა. მაგრამ მე ის ჟურნალისტი არ ვარ რომელიც გარეთ დადის და ნებისმიერ სელებრითს უსვამს შეკითხვას, ან ის რომელიც მთელი დღე კუდში დასდევს ცნობილ სახეებს რომ მათ ე.წ 'დაკითხვა' მოუწყოს.მე ჩემს კაბინეტში ვზივარ და იქიდან ვმუშაობ და იმ ოფისის ზოგჯერ მთლიან საქმეს მე ვაგვარებ.
ხელფასიც კარგია თვეში 4000 დოლარი.არ ვარ მდიდარი და მილიონერი მაგრამ მაქვს იმდენი რამდენიც სრულიად მყოფნის ცხოვრებისთვის და იმ სურვილების დაკმაყოფილებაში, რომელიც მინდა.
ფიქრებში ისე გავერთე რომ წყალი უკვე გაციებული იყო.კაბინა გადავკეტე და პირსახოცშემოხვეული გავედი ოთახში.
კარადასთან მივედი და ფიქრი დავიწყე იმის შესახებ თუ რა ჩამეცვა დღეს.. საბოლოოდ თეთრი ბლუზი შავი მოტკეცილი შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი. მაკიაჟი გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი. დილით საჭმელს არ ვჭამ უფროსწორად ვერ ვჭამ. ამიტომ ეგრევე გარეთ გავედი. ახლა მთავარი ის იყო ტაქსი მეშოვა, როგორც მოგეხსენებათ არ ვარ მდიდარი და მანქანაც არ მყავს.
გზატკეცილზე დავდექი და იქით-აქეთ დავიწყე ყურება..
მალევე შესახვევიდან ყვითელი მანქანა ანუ ტაქსი გამოჩნდა, მაშინვე ხელი დავუქნიე ჩავჯექი და მისამართი ვუთხარი.
ČTEŠ
Now It's Time For Love | Completed
DobrodružnéPROLOGUE: Harry Styles - Himself Katelyn Mier - Dasha Dereviankina Beatris Miller - Barbara Palvin Zayn Malik - Himself Louis Tomlinson - Himself Dylan O'brien - Himself Capital Roles: Harry Styles and Katelyn Mier ***