Chapter 17

1.2K 78 8
                                    

-მე წავალ ჰარი, დროებით.

-მოიცადე, ჩემი მძღოლი წაგიყვანს.

ადრე თვითონ კისრულობდა ამ საქმეს, მაგრამ დღეს ძვირფას ადალინას უნდა დაუთმოს დრო. სხვა ბიჭს იმის უფლებაც არ აქვს რომ შემომხედოს, თვითონ კი. დამაცადე სტაილს.

-იმ სიმპათიურ ბიჭს (დაცვას) ვეტყვი წამიყვანოს, დარწმუნებული ვარ უარს არ მეტყვის.

კეკლუცად გავუღიმე სამყაროს განთქმულ მამაკაცს, შემდეგ კი დავამატე.

-თვენ არ შეწუხდეთ მისტერ სტაილს, საქმეს მიხედეთ.

ჰარის სახეს შევხედე, მაგრამ ეს იმ წამსვე ვინანე.ზედმეტად გაბრაზებული იყო.
წარბები შეკრული ჰქონდა, მას კალამი ეკავა, რომელიც ხელში შემოეფშვნა. მე კი თვალს არ მაშორებდა.

-ნახვამდის.

ორივეს გასაგონად ვთქვი

-ადგილიდან ფეხი არ მოიცვალო ქეითლინ.

ადგილს მივეყინე.
მისი ხმა საშინლად ბოხი და ხრინწიანი იყო, საშიშიც.

მისკენ მივტრიალდი.
გაამართლა ჩემმა ეშმაკობამ.
ყოჩაღ ქეითლინ, გულში ჩემს თავს ტაშს ვუკრავდი.
სკამიდან წამოდგა ღმერთო რამ სიმაღლეა. მაგიდიდან ტელეფონი და საფულე აიღო. მე ამომხედა და იქვე მოვკვდი.
"სიკვდილი სიმპათიური მამაკაცის ფორმაში" შესაბამისი წინადადება რომელიც მას აღწერს.

ადალინა გაურკვევლობაში იყო, მაგრამ ის რომ გველია ამაზე წარმოდგენას ვერ შემიცვლით.

-შეხვედრა გადაიდო ადალინა და შემდეგ ჯერზე წინასწარ ჩაეწერე.

უთხრა ჰარიმ, ჩემთან ახლოს  მოვიდა და  შეჩერდა. ზემოდან დამხედა საშინლად გაბრაზებული მზერით, შემდეგ კარი გამიღო და განზე გადგა.

მე გავიღიმე და სანამ გავიდოდი ჩავჩურჩულე.

-ჩემი ჯენლტმენი.

ოთახიდან გამოვედი,ჰარიც უკან გამომყვა.

-ლაურა ადალინა გააცილე.

Now It's Time For Love | CompletedNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ