Chapter 11

1.5K 89 2
                                    

Katelyn's Pov.

მე და ჰარი ბაღში ვიყავით. ყველაფერს მიხსნიდა ყვავილების შესახებ. ვფიქრობ ზედმეტად ჭკვიანია ნებისმიერ საკითხში.

-ვერასდოს წარმოვიდგენდი, რომ ჰარი სტაილსმა ბოტანიკა იცოდა.

-რატომ?

-არვიცი.

მხრები ავიჩეჩე და ისე მივუგე.

-სრულიად უსაფუძვლოდ ამტკიცებ ჰოპოთეზას ჩემთან მიმართებაში.

-შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

-მხოლოდ თვალის გადავლებით ადამიანის შეფასება სწორი არ არის.

-მართალი ხარ, რეეალურად მეც ეგრე ვფიქრობ. უბრალოდ არვიცი ყველაფრის და მიუხედავად მაინც ასე მეგონა.

გავიცინე და შევხედე.

-არასწორად გეგონა.

მანაც გაიცინა და ერთ ყვავილს დაუწყო ზედმეტი ფოთლების გაცლა.
ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო,  მისი ამ ამპლუაში ხილვა.

'ბოტანიკოსი სტაილსი'
უცნაურია, მაგრამ სახალისო ამავდროულად სასიამოვნო. აღფრთოვანებული ვარ მისი ამ მეგობრული მხარით, მაგრამ მისი ხასიათის 50 ელფერიც მაეჭვებს. როგორ შეუძლია წამში შეიცვალოს ხასიათი.

-ჰარი შენი აზრით რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი?

-ენთუზიაზმით სავსე შეკითხვა იყო.

-არ შემიძლია არ დაგეთანხმო.

-ოღონდ გულწრფელი იყავი.

-გულწრფელი ვარ ქეითლინ,  თვალთმაქცობას ვერ ვიტან. რაც შეეხება შეკითხვას,არვიცი. მაგრამ ის შემიძლია გითხრა რომ რა ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ჩემგან ვერ წახვალ. მე შემიძლია ვიყო შენი მეგობარიც, შეყვარებულიც და მასწავლებელიც. ვერც იმას დაგპირდები რომ არ გაკოცებ და არ შეგეხები. იმიტომ რომ არის რაღაც შენში რაც მაიძულებს მოგეჯაჭვო. ანალოგიურად შენც. პარალელს გავავლებ ფიზიკასთან.მაგნიტური ძალა გაგაჩნია თითქოს. ყველაზე შეუსაბამო მაგალითია ვიცი.
ახლა ვარ კეთილი, არ ვარ ირონიული ამ შემთხვევაში. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ მე შენ არასოდეს გავნებ, არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც შენ არ გინდა. ვერ დამაჯერებ რომ ჩემი შეხება არ გსიამოვნებს. ჩემგან ვერ წახვალ. მე არ დაგავალდებულებ დარჩენას, უბრალოდ ვერ აიტან ჩემს გარეშე ყოფნას. ქეითლინ მაიერიც ვერ აიტანს.

Now It's Time For Love | CompletedWhere stories live. Discover now