chapter 4

1.7K 104 7
                                    


Katelyn's Pov.

-შემოდით.

ბოხი ბარიტონი გაისმა ოთახის შიგნიდან.

ღრმად ჩავისუნთქე და კარი შევაღე, მაგრამ ვინატრე ნეტავ წავსულიყავითქო.

ადგილზე გავშეშდი. ის ის ისეთი სიმპატიური იყო, რთული იქნებოდა საქმეზე მეფიქრა მხოლოდ.

შოკოლადისფერი კულულები, რომელიც ლამაზად ჰქონდა გადაწეული ორივე მხარეს, ღრმა ჭაობისფერი თვალები და მისი სამოსი ღმერთო..
მას გუჩის პერანგი ეცვა,  რომელიც ნახევრად ჰქონდა გახსნილი, საიდანაც პეპლის ტატუ მოჩანდა. ქვემოთ კი შავი ჯინსი და წვეტიანი ფეხსაცმელები, რომელიც ძალიან სასაცილო იყო. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, თითქოს მისი შარმი მახრჩობდა და ბოლოს მიღებდა.

'თითქოს?'

'მოკეტე'

შევუღრინე.

სტაილსი გორგოლაჭებიან სკამში იჯდა დ ფეხები მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი.

-ჩემს შესწავლას მორჩი?

მკაცრად მითხრა,  მაგრამ ბოლოს ტუჩის კუთხე მაინც ჩატეხა.

-რა? მე არა, სულაც არ გაკვირდებოდით.

დაბნეულმა ამოვიბლუყუნე, ჯანდაბა ქეით.

-საშინელი მატყუარა ხარ თოჯინავ.

-მე ქეითი მქვია.

-სახელი გკითხე?

წარბი ამიწია მან.

-ვერ გავიგე?

-რა მომაბეზრებელი ხარ.

ისე სექსუალურად ამოძრავებდა ტუჩებს, რომ სულ დამავიწყდა ჩემი ვინაობა.

-საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას აძლევთ მისტერ სტაილს.

როგორც კი ეს სიტყვები აღმოხდა ჩემს ბაგეებს მრისხანე თვალებით ამომხედა, ის ძალიან საშიში იყო ამ მომენტში.

ფეხზე წამოიჭრა და ჩემსკენ დაიწყო სვლა მე კი შეშინებული უკან ვიხევდი, მაგრამ ამის დედაც კედელს მივეჯახე, რაზეც კმაყოფილმა გაიღიმა და მთელი სხეულით ამეკრო.

Now It's Time For Love | CompletedOnde histórias criam vida. Descubra agora