Chapter 24

1.5K 83 3
                                    

Katelyn's Pov.

დილით რაღაც სასიამოვნო სურნელმა გამაღვიძა, ვარდის სუნი იყო ოთახში მიმოფანტული. საოცარი სურნელი ტრიალებდა, ცხვირი სასიამოვნო სურნელმა ამიწვა. თვალი როცა საბოლოოდ გავახილე და ჩემს თვალწინ არსებული ხედი გადაიშალა თავი სამოთხეში მეგონა. ირგვლივ ყვავილები იყო მიმოფანტული. მთელი საძინებელი სხვადასხვა ფერის ვარდებით იყო სავსე. ყვითელი, წითელი, თეთრი და რამაც ყველაზე მეტად გამაოცა შავი ვარდებიც კი იყო.

ზედმეტად ლამაზი გახდა ჩემი სახლი. რა თქმა უნდა ამას ჰარი გააკეთებდა, ზუსტად ვიცოდი რომ ამის ინიციატორი თავად იყო. რათა ჩემი გული მოიგოს.

სარკესთან პატარა ბარათი შევნიშნე სადაც ეწერა შემდეგი სიტყვები:

"ვარდი ყვავილების დედოფალია, ერთ-ერთი ამომავალი მშვენიერება. მისი სილამაზე აცისკროვნებს და მის წინაშე აჩოქებს სხვა მცენარეებს, მისი სიყვარულით იმონებს. ჩემი ვარდი შენ ხარ, ჩემი ამომავალი მშვენიერებაც შენ ხარ, შენ ჩემი ლამაზი ვარდი ხარ. გთხოვ მაპატიო რომ ასეთი ნაბიჭვარი ვარ." H.

გული ამიჩქარდა, ჩემი გულისცემა ყურებში ჩამესმოდა.იდიოტივით ყურებამდე ვიყავი გაღიმებული. მაგრამ მე რისი ქეითლინი ვარ თუ რაღაც ნეგატიურმა და ცუდმა ფიქრმა არ შემიპყრო გონება. მაგრამ არც ის მინდა ეგონოს რომ ყვავილებს დავხარბდი და ასე ადვილად ვაპატიე. ეს ერთგვარი სასიამოვნო ხრიკია, სასიამოვნო ტრაგედია შეგვიძლია ვუწოდოთ ქალების მოსახიბლად და გულის მოსალბობად.

ჩემი ვერცხლისფერი Iphone ამოვიღე და ფოტოების გადაღება დავიწყე, მხოლოდ იმიტომ რომ მეჩვენებინა საოცარი სანახაობა ბეატრისთვის და დილანისთვის. მაგრამ პრინციპში შემიძლია დავურეკო და აქ მოვიყვანო ორივე.

თუ დილანი სკარლეტთან არ არის გასული, მაგრამ დიდი ალბათობით მასთან იქნება ლოგიკურად. ბეატრის დავურეკავ, დარწმუნებული ვარ მისი ფსიქიკა შეირყევა სიხარულისგან.

Now It's Time For Love | CompletedWhere stories live. Discover now