Chapter 22

1.3K 83 0
                                    

Katelyn's pov.

მისი ტუჩები ჩემს ერწყმოდა.
მისი მარწყვისფერი ბაგის გემო ჩემს პირში სრიალებდა.
მისი ენა ჩემს ენასთან ერთად ხელჩათხრულ ბრძოლაში იყო ჩართული.
ამ მომენტს ვერ გავაფუჭებდი არ შემეძლო.
მან მატკინა, მაგრამ მე ახლა ყველაზე მეტად ის მჭირდება. მჭირდება,  როგორც ჰაერი სჭირდება ყველა სულიერს. ცხოველს, ფრინველს თუ ადამიანს. მჭირდება როგორც თევზს წყალი.
მაგრამ როგორც მოგეხსენებათ თითოეულ პრიმიტს ქვეცნობიერის ცუდი და ბოროტი მხარე აქვს. ეგოისტი და მასიური ნაგავი.

ცრემლები წამომივიდა, ჰარიმ კი ტუჩები მომაშორა.

-პატარავ?

-რას ვაკეთებთ ჰარი.

-ცუდს არაფერს.

მიპასუხა მან.

-ამას რატომ აკეთებ?

-ისეთს არაფერს ვაკეთებ, რაც შენ არ გინდა ქეითლინ.

მითხრა, ამავდროულად კი თმებზე მეფერებოდა

-როგორ შეგიძლია ასე მშვიდად ყოფნა.

-ქეითლინ გეყოფა!

მკაცრად მითხრა. დღეს უნდა მეთქვა ყველაფერი რაც მღრღნიდა შიგნიდან. ან დღეს ან არასოდეს.

-სასაცილოა. აქ ისე მოდიხარ და ისე გიჭირავს თავი თითქოს არაფერი მომხდარა, მე კი როგორც შენი "ჩერჩეტი გოგონები" გაპატიებ და მორჩა.

-საკმარისია, მე ბოდიში მოგიხადე ქეითლინ.

სიცილი დავიწყე, ბოდიში მომიხადა თურმე. მაგიდაზე არსებული ჭიქა ავიღე და იატაკზე დავაგდე, გატყდა.

-რას აკეთებ?

მობეზრებულად მკითხა ჰარიმ

-მაგიდაზე არსებული ჭიქა ავიღე და ძირს დავაგდე, აი ეს გავაკეთე.

ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით და ისე ვსაუბრობდით.

-რა მოუვიდა ჰარი, გატყდა ხომ ასეა?

ჰარი არაფერს ამბობდა, სინანულით მიყურებდა, მაგრამ ესეც დროებითი და მოჩვენებითი იყო. ის ჰარი სტაილსია, მასში სიკეთის ნატამალიც არ არის.

Now It's Time For Love | CompletedWhere stories live. Discover now