Chapter 26

1.2K 70 0
                                    

Katelyn's pov.

-ჩემთვის განსაკუთრებული ქალი ხარ ქეითლინ.

ამ სიტყვების გაგონებისთანავე თითქოს აზროვნების, მეტყველების და ფუნქციონირების უნარი წამერთვა. ჰარიმ მითხრა რომ მისთვის განსაკუთრებული ვარ, მართლა მითხრა თუ მომესმა?

'მართლა გითხრა იდიოტო'

მობეზრებულად ჩამყვირა ჩემმა მეორე მემ.

-ქეითლინ კარგად ხარ?

მითხრა და სახეზე მომეფერა

-მე მმ ეე  კარგად ვარ. ჰარი სახლში უნდა წავიდე, ბევრი საქმე მაქვს.

-კარგი, მე წაგიყვან.

***
მანქანაში ვისხედით, მთელი გზა სიჩუმეში გავატარეთ, ხმა არცერთს ამოგვიღია. მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა.

-მადლობ.

-ხვალ საღამოს ვახშამზე მივდივართ, გაემზადე.

ჩამარტყით რამე, თორემ ვერ ვაზროვნებ, ის ის პაემანზე მეპატიჟება?

დაწყნარდი ქეით, დამშვიდდი.
ისუნთქე, ღრმად ისუნთქე.

-რრაა?

ჰარიმ თვალები გადაატრიალა და მითხრა

-შეხვედრა მაქვს ცნობილ ბიზნესმნენ მალიკთან, მისი ცოლიც იქ იქნება, ვიფიქრე რომ წამოხვიდოდი და ჩემს გვერდით იქნებოდი, სულ ესაა.

რა სულელი ხარ ქეითლინ, როგორ მეგონა რომ პაემანზე დამპატიჟებდა.

-მე რაშუაში ვარ? სხვა წაიყვანე.

უხეშად მივუგე და ხელები გადავიჯვარედინე.

-რატომ უხეშობ ლამაზო?

გამიღიმა და ერთი ხელის მოძრაობით მის კალთაში მომათავსა.

-ნუთუ პაემანი გეგონა ქეითლინ.

ყელში მკოცნიდა.
საშინლად გავბრაზდი და ამაზე წამოვენთე.

-თავი ვინ გგონია? ვინ ხარ რომ ასე მამცირებ. უკვე მეორედ მიმეორებ ამ სიტყვებს ხვდები, შეგიძლია დააკონკრეტო ხოლმე.

Now It's Time For Love | CompletedWhere stories live. Discover now