თრეილერი:
-გამარჯობა, ლამაზო.
განძრევაც ვერ მოვასწარი, ისე მომკიდა ჰარიმ ხელი და საკოცნელად დაიხარა.მე მაშინვე გავწიე თავი და მისი მსხვილი ტუჩები ჩემ ლოყებს შეეხო.მან უკან დაიხია და გამიღიმა.თავი დავხარე და ჩანთაში რაღაცის ძებნას შევუდექი,ჰარი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალს არ მაცილებდა.
-წავედით.
სახლიდან ტლანქი ნაბიჯებით გამოვედი.მოვტრიალდი რათა სახლის კარები მომეხურა და გასაღებით ჩამეკეტა.ის ის იყო გასაღები ჩანთაში ჩავიდე,რომ ჰარიმ თავისი თბილი ხელი ჩამჭიდა.ასე რომ არ მეშინოდეს მისი,ალბათ მომეწონებოდა კიდეც.ქუჩაზე ერთად გადავედით,სადაც მისი შავი მანქანა იდგა.ჰარიმ კარები გამიღო და ისევ მომაშტერდა.
-ჩაჯექი,პატარა.
იძულებული ვიყავი მას დავმორჩილებოდი.სუნთქვა ამიჩქარდა,როდესაც ჰარიმ კარები მოხურა.უკან მივტრიალდი,რათა მისი მანქანა დამეთვალიერებინა.ჩემდა გასაკვირად ყველაფერი მილაგებული იყო,რაც ამ ასაკის ბიჭისთვის არ არის დამახასიათებელი.ჰარიმ მანქანას მოუარა და მალევე ჩემს გვერდით აღმოჩნდა.ის ფაქტი,რომ მე ახლა მასთან პირისპირ ვიყავი,ცოტა არ იყოს მაშინებდა.
-ნუ ღელავ,ბო.-თვალი ჩამიკრა.
სანამ ღვედებს შეიკრავდა ,თავისი მწვანე თვალებით კარგად ჩამათვალიერა.მეც მის მაგალით მივყევი და ღვედები შევიკარი.ჰარიმ მანქანა დაქოქა,თვალი კიდევ ერთხელ ჩამიკრა და ჩვენ ჩემთვის უცნობ ადგილას გავემართეთ.
შევამჩნიე რომ პიჯაკის მკლავები აწეული ჰქონდა და როდესაც საჭეს ხელებს მჭიდროდ უჭერდა,მის დაკუნთულს ხელებს ვხედავდი.სახიდან რამდენიმე კულულა მოიშორა,რათა გზა უკეთ დაენახა.თვალს ვერ ვწყვეტდი და ვიცოდი რომ მას ეს შეუმჩნეველი არ დარჩენოდა.
-რამდენი წლის ხარ?-ჩუმად ვკითხე.
ჰარი წამით მომიტრიალდა,შემდეგ კი მზერა ისევ სარკისაკენ მიმართა.
-ოცი.
-ააა...
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...