ერთი შეხედვით შენობა მიტოვებულს გავდა.ჰარისთან ძალიან ახლოს დავდიოდი, ხელი ჩემს მხრებზე ჰქონდა შემოხვეული.გამიკვირდა ამდენი ხალხის დანახვა,ზოგი ჩვენთან მოვიდა. ჰარის წარმატება უსურვეს და გაამხნევეს.არ მომწონდა ატმოსფერო,ციოდა,თეთრი კედლები საერთოდ არ ქმნიდნენ კომფორტს.ჰარის და მისი ჯგუფის ოთახში ვიჯეგი,მას საბრძოლველად ამზადებდნენ.გზაში,სანამ ამ საშინელ შენობაში მოვიდოდით სულ ჩუმად ვიჯექი,არ შემეძლო არცერთი ისეთი სიტყვის თქმა,რომელიც ჰარის დაეხმარებოდა.ვიფიქრე უმჯობესი იქნებოდა ხმა საერთოდ არ ამომეღო ვიდრე ნერვიულობა გამეგრძელებინა.ტანსაცმელი მანქანაში,უკანა სავარძლებზე გამოვიცვალე.დაბურული მინები არ აძლევდა სხვებს საშუალბას,რომ დავენახე.სხვა დროს ჰარი ალბათ თავხედურად გამიღიმებდა,მაგრამ წყნარად იჯდა და ტელეფონში იყურებოდა,სანამ დავასრულებდი.
კუთხეში,მაგიდაზე ვიჯექი,ფეხები ჩამოკიდებული მქონდა.ვაკვირდებოდი თუ რა ხდებოდა ოთახში.ჰარის რამდენიმე მეგობარი კედელთან მიმდგარ სავარძელზე იჯდა.ის კი შუახნის მამაკაცს ელაპარაკებოდა,თვალს ჩემსკენ აპარებდა.მალევე დაემშვიდობა და მომიახლოვდა,ინტერესით შემომხედა შემდეგ კი ტომს დაუძახა.მანაც უცებ მოირბინდა მზერა ჩემიდან ჰარიზე გადაიტანა.
-ყურადღება მიაქციე.-უთხრა ჰარიმ ტომს.
მოვიღუშე,როდესაც ის ჩემს გვერდით დაჯდა.არავის პატრონობა არ მჭირდებოდა,აჰჰ...ისევ ჰარის გადაჭარბებული მზრუნველობა.ჯანდაბა მე ხომ 18 წლის ვარ.შევხტი როდესაც ვიღაცამ დაიყვირა,რომ ბრძოლა 15 წუთში დაიწყებოდა.ჰარი გაქრა,ალბათ თავის მეგობრებთან ბოლოჯერ სალაპარაკოდ წავიდა.მე ტომთან დავრჩი.
-კარგად იქნება,ბო.
მისკენ შევბრუნდი.
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?აჰჰ...არ მჯერა,რომ ამის გაკეთების უფლება მიეცი!
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...