part 46

1.4K 108 26
                                    


თავი 46

*ბო*

ჩემი სახლის კარები შევაღე,დასველებული ჩანთა და ქურთუკი იქვე მივაგდე.
გული ჯერ კიდევ სწრაფად მიცემდა,თუმცა ეს არც იყო გასაკვირი,მე ხომ ძალიან სწრაფად მოვრბოდი.არ მინდოდა გზად ვინსმეს შევხვედროდი ამიტომ,ხალხით გადაჭედილი ავტობუსით მგზავრობას,ფეხით წამოსვლა ვარჩიე.ნელ სიოს,ჩემი ნერვები დაეწყნარებინა და ლოყაზე ღაპა-ღუპით დაღვრილი ცრემლები სულ დაეშრო.დავიხარე და ზონრების გახსნა დავიწყე თან მომხდარზე ვფიქრობდი,ვცდილობდი საღი გონებით მეაზროვნა.ახლა მხოლოდ და მხოლოდ,საწოლში დაწოლა და რეალობისგან მოწყვეტა მჭირდებოდა.მჭირდებოდა რაღაც,რაც ჩემს გულის ტკივილს გაანელებდა,მაგრამ შევჩერდი როდესაც კარის ხმამაღალი ბრახუნი გავიგე. ჰარი.

მე უიმედოდ ვაწვალებდი კარების კლიტეს.ბოლოს როდესავ კარების გაღება შევძელი,ის დავინახე ვის დანახვასაც ახლა ყველაზე ნაკლებლად ველოდი,ტომი.ტომი ჩემს პირდაპირ იდგა,მძიმედ სუნთქავდა და შუბლზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა.მისი სახის გამომეტყველება მასში მოჭარბებულ შიშს გამოხატავდა.

-ტომ? რა მოხდა?-გაკვირვებულმა ვკითხე.
-ახლავე უნდა გამომყვე- მან ხელი ჩამჭიდა.
-რატომ? რა ხდება? სად არის ჰარი? - კითხვები უცებ მივაყარე.
-წამოდი,ყველაფერს გზაში აგიხსნი.

მე ქურთუკის ჩაცმას მაგივრად ჩანთიდან გასაღები ამოვიღე,კარები მოვიხურე და ტომს მანქანისკენ გავყევი.მანქანაში უცებ ჩავჯექი,ტომმა იმდენად სწრაფად დაძრა ის რომ ღვედების შეკვრაც კი ვერ მოვასწარი.

-ბო,მან ვეღარ მოითმინა. ჰარი სკოტის საძებნელად წავიდა.
-ტომ,-მის დამშვიდებას შევეცადე.
-მან იპოვა სკოტი.

მე არასოდეს მიმგზავრია მანქანით ასე სწრაფად.გული საგულეში აღარ მქონდა,ტომმა კი გაზს კიდევ უფრო მეტად დააჭირა.ჩვენ რაიონს მივუხლოვდით რომელიც ქალაქის ბოლოში იყო.გაჩერდა თუ არა მანქანა,გადმოვედი და სწრაფად გავიქეცი ბარისკენ რომელიშიც ტომის თქმით ჰარი იმყოფებოდა.

DARK(completed)Where stories live. Discover now