ვიცოდი სახლში რომ შევიდოდი დედაჩემი თავზე კითხვებს დამაყრიდა იმის შესახებ,თუ რატომ ვარ სველი.ეს საუბარი როგორმე თავიდან უნდა ამეცილებინა,ამიტომ როდესაც სახლში შევედი დავიყვირე,რომ შინ ვიყავი და ეგრევე ოთახში შევიკეტე.მეორე დილით მკითხა თუ როგორ ჩაიარა გუშინდელმა პაემანმა,მე კი ვცდილობდი საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა.არ მინდოდა იმ საღამოზე ლაპარაკი,სადაც ფანჯრიდან გადავძვერი,შემდეგ ჰარიმ დამიჭირა და მერე ორივე წყალში აღმოვჩნდით.არ ვიყავი დარწმუნებული იმაში რომ ის ყველაფერს სწორად გაიგებდა,მას ხომ ჰარი ყველაზე იდეალურ ბიჭად ჰყავდა წარმოდგენილი.
** *
-უკაცრავად?
-გამარჯობათ,დაგეხმაროთ?-ჩემს წინ მდგარ ქალბატონს გავუღიმე.
-დიახ,ჯგუფ “Mcfly”-ს ახალ ალბომს ვეძებ.ჩემს ქალიშვილს ძალიან უყვარს ეს ჯგუფი და მინდა ეს ალბომი მას დაბადების დღეზე ვაჩუქო.
-რა თქმა უნდა. გამომყევით.
დახლისკენ წავიყვანე სადაც დისკები ეწყო და „M”-ს განყოფილებათან გავჩერდი.უცებ გადავათვალიერე დისკები და საჭირო მალევე მოვძებნე.
-აი,ინებეთ-გავუღიმე.-მშვენიერი ალბომია,თქვენ შვილს ძალიან მოეწონება.
-დიდი მადლობა დახმარებისთვის.
მან საპასუხოდ გამიღიმა და სალაროსკენ გაემართა.დისკებს ვაწყობდი და სხვადასხვა რაღაცებს ვფიქრობდი.თმა სახიდან გადავიწიე და ყურის უკან დავიმაგრე.მაღაზიაში ვიღაცის შემოსვლის ხმა მომესმა და თავი ავწიე.თვალები მომენტალურად გამიფართოვდა,როდესაც მუქი კულულები ამოვიცანი.
სწრაფად უნდა დავმალულიყავი.მუხლებზე დავეცი,გზას უიმედოდ ვიკვლებდი და ვცდილობდი უკანა ოთახში შეუმჩნევლად შევსულიყავი.საიდან გაიგო,რომ აქ ვმუშაობ?ირგვლივ მიმოვიხედე,ჩავთვალე რომ ის აქ არ იყო და კვლავ იატაკზე ხოხვა განვაგრძე.
-ბო?
გულში შევიგინე,როდესაც სტაილსის ხმა ამოვიცანი.არა,არა,არა!მისი ხმის გაგონებაზე ტემპს ავუჩქარე,მიზანს სულ ცოტა მაშორებდა.ამოვისუნთქე,როდესაც ჩემს წინ წყვილი თეთრი კონვერსები დავინახე.თვალები ჰარის გრძელ ფეხებს ავაყოლე და ბოლოს მის მწვანე თვალებსაც შევეჩეხე.გამიღიმა და თავისი ფოსოები გამოჩინა.
-გამარჯობა,ლამაზო.
ჰარიმ ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაყენა.თითებით სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია.
-იატაკზე რას აკეთებდი?-გაიცინა.
-მ-მე რაღაც დამივარდა.
გადაიხარხარა.ნათელი იყო,რომ მას ჩემთვის არ დაეჯერებინა.მიხაროდა რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ვიყავით,რადგან აქ ჰარი თავს ვერ მისცემდა იმის გაკეთების უფლებას,რაც მაშინ რესტორანში გააკეთა.თუმცა ისიც ვიცოდი,რომ ჰარის გარშემო მყოფი ხალხი არ აღელვებდა.
-მესიჯზე რატომ არ მიპასუხე?
ეს რომ ვინმე სხვას ეკითხა,თავს დამნაშავედ ჩავთვლიდი,მაგრამ ეს ჰარი იყო.
-შენ მკითხე,თუ რა მეცვა.-გაღიზიანებულმა მივუგე.
-და შენ არ მიპასუხე.ვფიქრობ,შიშველი იყავი.-თვალი ჩამიკრა.
გამუდმებით ამაზე როგორ უნდა ფიქრობდეს?მივტრიალდი,რათა მას მოვშორებოდი,მაგრამ ის მაჯაში მწვდა,თავისკენ მიმიზიდა და ნაზად მაკოცა.მთელი ძალით ვკარი ხელი.ჰარი ადგილიდან არ დაძრულა,მაგრამ მინდოდა მისთვის მეჩვენებინა რომ მე ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვიყავი.
-ბო?
YOU ARE READING
DARK(completed)
Fanfictionდამთავრებულია!/დასარედაქტირებელია! -ანუ ის შენთან დაკავდა სექსით გადასაფარებლის თანხლებით? -მირჩევნია ამას"სექსი,შიგნით შევსვლის გარეშე" დავარქვა ამოვიკვნესე,როდესაც მან თავისი ხელით გადამიწია თმა.სახე გაუნათდა,გასაგები იყო რომ ის თავის დატოვებულ შ...