part 32

1.8K 78 2
                                    

*ჰარი*

ჩვენ აბაზანის ფარდის მიღმა ვლაპარაკობდით,უნიტაზისათვის თავსახური დამეხურა და ისე ვიჯექი.არ შემეძლო ღიმილი შემეკავებინა როდესაც იმას ვიხსენებდი რაც ჩემს ოთახში სულ ცოტა ხნის წინ მოხდა.ბოს ტუჩების გემო აღუწერელი იყო.ეს ბოსთვის პირველი იყო,ამიტომ მოუხერხებლობა მოსალოდნელიც იყო მაგრამ ეს ყველაფერი იმას კიდევ უფრო მშვენიერს ხდიდა.

-ჰარი?
-მმ- მე ფარდისკენ შევბრუნდი.

რამდენიმე წამი ხმას არ ვიღებდით,ამ დუმილს მხოლოდ წყლის შხაპუნის ხმა თუ არღვევდა.

-ყველაფერი წესრიგშია ?- ვკითხე და თან წამოვდექი.
-ვ-ვ ისთან ლაპარაკობდი ტელეფონით? - ბომ პირდაპირ მკითხა.

მისი გამბედაობა არც იყო გასაკვირი რადგან ჩვენ ერთმანეთს ფარდა გვაშორებდა,იგი ვერ გაბედავდა ამ კითხვის პირის პირ დასმას.მე გულწრფელად ვიმედოვნებდი რომ ეს იმიტომ არ იყო ასე რომ მას ჩემი ეშინოდა,მაგრამ რაღაც მკარნახობდა რომ ზუსტად ეს იყო მიზეზი.იქნებ ბო ვერ ხვდება რომ მე თავისუფლად შემიძლია ფარდის ჩამოგლეჯვა.

-დაამთავრე? -მის კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-ემმ კი.- მან ამოიკვნესა.

წყალი გამოერთო,მე კი გადავიწიე რომ დიდი პისახოცი ამეღო.მუქი თმა მხრებზე ჩამოყროდა,მე პირსახოცი მაღლა ავწიე რომ ბო მასში გამეხვია.

-თვალები დახუჭე- ბომ ჩაილაპარაკა.
-ბო,მე უკვე მყავხარ შიშველი ნანახი,უბრალოდ გადმოდი მაქედან.- დამცინავი ტონით ვუპასუხე.
- არა! დახიჭე თვალები.

მე ჩავიცინე,სანამ მის თხოვნას შევასრულებდი.როგორც კი გავიგე თუ როგორ გადმოვიდა იგი აბაზანიდან,მის წელზე ხელები ნაზად შემოვხვიე.თვალები გავახილე,ბოს უკვე მოესწრო შიშველი ტანის პირსახოცით დაფარვა.მე ყურადღებით ვაკვირდებოდი თუ როგორ მშორდებოდა ბო და აბაზანის კარებს უახლოვდებოდა თან ხელით პირსახოცს იჭერდა და თან ბოლოებს ისწორებდა.

DARK(completed)Where stories live. Discover now